"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
კახი, სატურნიდან გლობალურ-ფაშისტური ომის პარტიის დესანტია გადმოსხმული, სართიჭალაში დაბანაკებულან თურმე, გვირაბი გაუთხრიათ და იქ წვანან. ჩვენი ბავშვების ორიენტაციის გამოცვლა სდომებიათ. დატრიალდი, შემოაგდე ახალ ამბად, მაგას ყველაზე კარგად ბებერი ინჯია იტყვის. აბა ჰე. თქვენი იმედი გვაქვს.)))
გივი პლუტონის ძე უცხოპლანეტელი
04 მაისი 2024 13:18
13
კი, დასაცინია ამ შემთხვევაში შუაშისტობა და მშვიდობის მტრედის როლში ყოფნა, ვისა და ვის შორის დგებიან შუაში, ორჯონიკიძის თესლსა და ხალხს შორის? ხოდა ეგეთები მიიღებენ დამსახურებულ რეაქციას ხალხისგან
გიორგი
04 მაისი 2024 13:18
14
ვინ დასცინის ხვიჩას
გიო
04 მაისი 2024 13:10
7
გუშინ ტროლების ქარხანა ისვენებდა,დღეს ააგუგუნეს მთელი ძალებით))
ვალერი
04 მაისი 2024 13:00
7
დიდი ვერაფერი ...
ამდენსაც ვერ წვდებიან .)))
ჰო, მარა
04 მაისი 2024 14:37
3
Ხაბარელი ხაბაროვსკში,წილისანი ონლიფანზე , ქართველები ევროპაში!
garegin meore
04 მაისი 2024 12:58
14
საფლავში თქვენი ნაქურდალით, სხვებს მოეშვით!!
ბანდა
04 მაისი 2024 12:47
16
ტალახიანი ღორი სხვების გასვრას ცდილობს!!’—- კაციჭამიებს რომ ჩვენს ფულს აჭმევ წლობით და ისევ ჩვენ გვიქსევ, მაგისთვის მოგთხოვთ პასუხს, ერთ მშვენიერ(!!!) დღეს!
ხალხი
04 მაისი 2024 12:46
15
ხვიჩა! სწორი და კარგი მიმართვა იყო!
სტუდენტი.
04 მაისი 2024 12:37
8
ჩემი შენ გითხარიო! რასაც სხვაზე ამბობ ზუსტად იმას აკეთებთ თქვენ!!! პირიდან სულ ზიზღი და შხამი გადმოგდის შე მართლა უტიფარო, უტიფრად რომ იტყუები ყოველდღიურად!
!
04 მაისი 2024 12:35
29
ვის და როდის დაავალა კალაძემ კონკრეტულად პოსტის დადება და მხარდაჭერა ?
არავის , იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი პოსტები.
ხოლო პოლიტიკური მაწანწალები აფეთქებენ საამაყო (და ზოგადად ) სპორტსმენების სოც.ქსელებს.
ხვიჩა არის სახალხო სპორტსმენი.
გულით უყვარს ხალხს. გაუმარჯოს თავისი ქართველობით და კაცობით !
f -s
04 მაისი 2024 13:59
4
უტიფრები ნაცებისკენ მოიკითხე, თანაც იცი რამდენი უტიფარები გყავს? კახიზე აქოთებული პირი გამოირეცხე!
!-ს
04 მაისი 2024 12:44
36
ყველა გამოხმაურება
კახა, რამზესი წამომდგარა თურმე, ამბობენ მოდისო უკვე თავისი ურიცხვი ლაშქრით.)) აბა შენ იცი, ფრთხილად იყავი, მეორე ნიუსად შემოაგდე.))))
კუპატ ქაბაბოვიჩი
04 მაისი 2024 12:27
21
სად გავიცინოთ? ხახ ხა ხა! ვაი შენს პატრონს? გატყობთ, მაგარი ორღობის გოიმი იქნები.
კუბატ ქაბაბოვიჩ-ს
04 მაისი 2024 12:42
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული