"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
უკვე ვნანობ ევროპაზე რომ გავედით. მეთქი არიქა ხალხი გააერთიანდათქო და აგე თურმე სად ხარ.
არაფერი გეშვლებათ ორივე მხარეს. მიდი ბოლომდე დაჭამეთ, იმედია საბერძნეთს გაუშვებენ ჩვენს მაგივრად.
სამკურნალო ხართ ქოციც და ნაციც. ავად ხართ ყველანი!
bu
04 მაისი 2024 21:44
13
კალაძე, გაექანე მთაწმინდიდან და გადაშენდი! მალე მილანში აღარ შეგიშვებენ და ირანში ერთი კაი პარიკმახერის მისამართი ვიცი (აიატოლებს უმოკლებს წვერებს) და ეს ინფო ჭკუაში თუ დაგიჯდება, მაშინ გაგიზიარებ, სულ რაღაც 10000 ევრო დაგიჯდება (რუბლებით არ შემაწუხო).
ელიასი
04 მაისი 2024 19:57
18
ამან ნაცებს ხომ გაუმზადა მთაწმინდიდან გამოსაქანებელი ადგილი,
ჩვენ კახის გავუკეთოთ კავკასიონიდან გასაქანებელი, კარგი სიჩქარე რომ აკრიფოს და პირდაპირ კრემლისკენ.
12
04 მაისი 2024 19:39
14
ბორენკა არჩევნებს გააყალბებს. ეს დიდი ხანია ყველამ ვიცით. ტარდება დიდი მოსამზადებელი სამუშაო. რუსული კანონით მოიშორებს იმათ, ვინც საარჩევნო უბნების ოქმების შემოწმებას აპირებს. სააკიანის "ნაჩალნიკები"-ც არ აპირებენ არჩევნების წაგებას. დიდი ჩხუბი იქნება.
რეალობა
04 მაისი 2024 19:25
12
ვეღარ გიშველით ტყუილები! ქართველებმა უკვე გაიგეს ბიძიას ჭეშმარიტი ზრახვები!კახი. ნუ ჩაყვები სამარეში მაფიოზს! 7 მილიონის(რაც გადაგიხადა ბიძამ) უკვე ემსახურე!
კახა
04 მაისი 2024 19:13
8
კომენტარების 99% ბოტების დაწერილია. ბოტების უმრავლესობა ირივე ბრიგადას ემსახურება.
ერთი და იგივე ტიპი ჯერ ნაცებს გააკრიტიკებს და ხელს ასე მოაწერს - "ივანიშვილოვის ბოტი", მერე ქოცებს გალანძღავს და ხელს მოაწერს - "სააკიანის ბოტი".
რა მნიშვნელობა აქვს, ფულს ვინ გადაუხდის? არავითარი.
რეალობა
04 მაისი 2024 19:00
8
ჩემი კომენტარი ვის ეწყინა? ბოტებს, რა თქმა უნდა.
რეალობა
05 მაისი 2024 02:02
0
არა და შენი ლოგიკიდან გამომდინარე, შენ აშკარად გეტყობა რომ ბოტი ხარ.
არა რუსულ კანონს
04 მაისი 2024 20:44
8
ოპააა შემორეკეს ნაცებმა თავიანთი საქონლები და წავიდა კომენტარები და დისლაიქები DDD
zura222
04 მაისი 2024 18:22
48
მეც მაგას ვწერდი და დამასწარი
ყოფილი კომუნისტი
04 მაისი 2024 19:39
13
ნაციც შენ იყავი და საქონელიც! ნამდვილი ქართველები გიწერთ მაგ დისლაიქებს! ერი გამოფხიზლდა!
კახა
04 მაისი 2024 19:18
11
ყველა გამოხმაურება
კახა, ჩონგური საქართველოა? ))))) გარეჯი? ))))
ჩონგური საქართველოა?
04 მაისი 2024 18:20
7
რომელი გარეჯი, მიხუილმა რომ გაყიდა?!
alexandre
04 მაისი 2024 20:22
17
ხვიჩა!!! რას გეუბენბა მამაშენი?!...მიხედე ვარჯიშს და დაანებე ამ პოლიტიკას თავი ხომ ხედავთ მთელ საზოგადოებას ფსიქოლოგი ჭირდება აგერ უკვე 30 წელიწადი...ყველა ბუზი ბზუის და ფუტკართან ყველა ტყუის, ნუ გახდები ბუზი!!!!
Tengo
04 მაისი 2024 17:55
9
მაინცდამაინც ყველაფერს ნუ დსუჯერებ შენს აგენტებს, რაც არ უნდა იყოს, მაინც აგენტები ჰქვიათ ფა თანაც,
რუსეთში ცხოვრობენ და "მოღვაწეობენო" !
ჰიდა, აბა რა ქნან, უყვართ "მატუშკა როსსიაც" და ზოგიერთები(რევიშვილები და ნახევრად რუსები) რუსეთუმეებიც არიანო !
რას ებნება და შენს თავს მიხედე და
04 მაისი 2024 18:52
4
დღეს ხვალ სომხეთ აზერბაიჯანის გაცილებით მაშტაბური ომი გარდაუვალია. .ოღონდ ამჯერად არავინ იფიქროს რომ ჩვენს გარეშე ჩაივლის. . .აგერ მარნეულში ერთმანეთზე ქორწინდებიან ჯერ ისევ და ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორი უკვე რომ იტყვიან სრული დათვირთვით მუშაობს. . ვიმეორებ პიკი იქნება ზანგეზურის გახსნა. . ამას ირანი არ მოუთმენს და აზერბაიჯანს უმალ დაარტყამს ,თავისთავად მოკავშირე სომხეთსაც ჩართავს.საქართველოს ორივე მოსთხოვს პოზიციის დაფიქსირებას და მერე აი მანდ ვინც რუსულ კანონს აპროტესტებთ ,ემანდ უკანალიდან ევროპული ნივთები არ დაგცვივდეთ. . .ცხადია ამის ანალიზი არ გაინტერესებთ და სულ ცალ ფეხზე გკიდიათ,როგორმე ბასიანის გამართულად მუშაობაზე შეუთანხმდებით მტრებს მარა,აი არც მაგაზე რომ არ დაგთანხმდებიან არ იცით თქვე უბედურებო. . .სტალინმა ხო დახვრიტა 100 000 000 კაცი და ხო გჯერათ აი დახვრეტილების ბედი სანატრელი გექნებათ. . .აი რომ მიგაყენებს აზერი სომეხი თურქი სპარსი კედელთან ,დახვრეტის წინ, წინ ევროპისკენაც ვერ დაიძახებთ იმდენად გავსებული იქნებით ქაქით შარვალში,რამეთუ მაგასაც ისევე ჭირდება იდეა,როგორც ეხლანდელ მომიტინგეებს ამფეტამინი თუ რაღაც. . .ტროცკისტებს როცა ხვრეტდნენ დახვრეტის დროს ყველას ღირსეულად ეჭირა თავი და გაუმარჯოს მსოფლიო რევოლუციასო გაჰყვიროდნენ. . თვქენ?. .თქვენ არანაირი იდეა არ გაქვთ,თქვენ მარტო უიარაღო ადამიანს შეგიძლიათ ესროლოთ. . აი ვინ ხართ და რანი ხართ,ხოლო არველაძეები და ძმანი მათნი ის ხალხია ვინაც თქვენნაირი ბრბოს ხარჯზე ჯიბეს ისქელებენ. . .
ნაპოლეონი
04 მაისი 2024 17:53
29
შენ რომელი ხარ ნაპოლეონ ბონაპარდი თუ ნამცხვარი ნაპოლეონი?ერიჰააა
დავით ს
04 მაისი 2024 19:54
1
ყველაფერი ცუდი რაც ხდება არასამთავრობოების ბრალი ყოფილა,მაშინ ისმის კითხვა ,რაღაში გვჭირდება მთავრობა?რომლის შენახვა 4 მილიარდზე მეტი გვიჯდება ყოველწლიურად.ეს მხოლოდ ოფიციალური ციფრებია,არაოფიციალურად სამჯერ და მეტჯერ მეტი გვიჯდება კი ვიცით.
ვალერი
04 მაისი 2024 19:44
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული