9 ნოემბერს, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში თბილისის "დინამო" "ფერენცვაროშთან" 10:15 დამარცხდა.
ტურნირის გამარჯვებულმა უნგრულმა გუნდმა პირველი პერიოდი 5:0 მოიგო და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.
"დინამომ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე შეხვედრა წააგო და 20 ნოემბერს საფრანგეთში "მარსელს" დაუპირისპირდება.
8-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 4 საუკეთესო გავა.