თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდი დღეს, 4 დეკემბერს გერმანულ "ჰანოვერს" "ოლიმპიკის" აუზზე უმასპინძლებს და არსებობს, რეალური შანსი, რომ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვოს.
აღსანიშნავია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აქამდე ჩატარებულ 5 შეხვედრაში, "დინამოს" მსგავსად, არც გერმანულ კლუბს მოუგია თამაში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 4 დეკემბერს ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ანგარიშზე.
იმ გულშემატკივრებს, რომლებიც "ოლიმპიკზე" მისვლას ვერ მოახერხებენ, აღნიშნული დაპირისპირების ხილვა პირველი არხის საშუალებით შეეძლებათ. სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაიწყება პირდაპირი ტრანსლაცია 18:30 საათიდან.