ივო კარლოვიჩის კარიერის ზენიტი 37 წლის ასაკში

AutoSharing Option
37 წლის ივო კარლოვიჩმა 2016 წლის სეზონში ორი ტურნირი მოიგო, რითაც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, ვისაც პროფესიულ ტურში გაუმარჯვია. კერძოდ, ხორვატმა მთავარი პრიზი მოიპოვა ნიუპორტისა და ლოს კობოსის ტურნირებზე.

ამგვარმა წარმატებულმა გამოსვლამ კარლოვიჩს საშუალება მისცა, რეიტინგის მე-20 საფეხურზე დაესრულებინა სეზონი. საინტერესოა, რომ ივოს 16-წლიან კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ მას წელი რეიტინგის ტოპ-ოცეულში დაესრულებინოს. სეზონის ბოლოს მისი საუკეთესო შედეგი იყო - 22-ე ადგილი 2007 წელს. ხოლო რეიტინგში მისი სარეკორდო მაჩვენებელია მე-14 ადგილი, რომელსაც გასული წლის აგვისტოში მიაღწია.

გარდა ამისა,
კარლოვიჩმა 2016 წელს, ამერიკის ღია პირველობის რეკორდი დაამყარა ერთ მატჩში ეისების რაოდენობით - ლიუ იანსუნთან მატჩში ხორვატს 61 ეისი ჰქონდა.

თუმცა, კარლოვიჩისთვის სეზონი დასრულებული არ არის. ის მიწვეულია დევისის თასზე ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში, რომელსაც ფინალი ელოდება 25-27 ნოემბერს, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული