ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ჰორნს მიანიჭეს - 117:111, 115:113, 115:113, რაც უდიდეს სენსაციად შეფასდა.
შეხვედრა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში "სანკორპ სტედიუმზე" 55 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა.
38 წლის პაკიაოსთვის ეს იყო მეშვიდე მარცხი კარიერაში (59 მოგებასთან და 2 ფრესთან ერთად). ჰორნს პროფესიულ რინგზე 17 მოგება, ერთი წაგება და ერთი ფრე აქვს.
ყოველდღიური