"ჩემი კარიერა 100 პროცენტით მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დასრულდება. ჩემთვის ეს იქნება ნოსტალგიური მომენტი, ამიტომაც მაქსიმალურად სიამოვნება უნდა მივიღო და ვცადო ვაჩვენო ყველაფერი, რაც შემიძლია, - განაცხადა ისინბაევამ. - მაყურებლისგან ველოდები უდიდეს მხარდაჭერას. მათ უნდა იყვირონ, გამოფინონ პლაკატები და ტრანსპარანტები, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი ენერგეტიკა ვიგრძნო".
ისინბაევამ ისიც დაადასტურა, რომ არც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისთვის განაახლებს
ამჟამად, ელენა ისინბაევა 31 წლისაა. მას მოგებული აქვს 2004 და 2008 წლების ოლიმპიური თამაშები, ლონდონის ოლიმპიდაზე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. რუსი მსოფლიოს 28 რეკორდის მფლობელია. ასევე მას ეკუთვნის მოქმედი რეკორდი - 5.06 მეტრი.
* * *
ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატს კიდევ ერთი ვარსკვლავი დააკლდება. ქალებს შორის შვიდჭიდში ვერ გამოვა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჯესიკა ენისი. შეგახსენებთ, ბრიტანელმა სპორტსმენმა თითქმის მთლიანად გამოტოვა საზაფხულო სეზონი ქუსლისა და კოჭის ტრავმის გამო.
"ტკივილს დღემდე ვგრძნობ. ერთი სახეობისთვის რომ მიწევდეს მომზადება, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ მე შვიდ სახეობაში გამოვდივარ. მინდა კონკურენტუნარიანი ვიყო და ოქროსთვის ვიბრძოლო, უბრალოდ სიამოვნებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის სურვილი კი არ გამაჩნია", - ამბობს ენისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საუკეთესო ნახტომი XXI საუკუნეში