მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო მალე ქვეყნებს მიადგება

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ხელმძღვანელმა კრეიგ რიდიმ არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიიღონ იმ ქვეყნებმა, რომელთა სპორტსმენებიც ყველაზე ხშირად არღვევენ ანტისადოპინგო წესებს.

"დადგა თუ არა დრო, პასუხი აგონ ქვეყნებმა? ვფიქრობ, ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამ წერტილს, - მოჰყავს რიდის სიტყვები CNN-ს. - მაგრამ მინდა დაველოდო ჩვენი ორგანიზაციის საექსპერტო კომისიის დასკვნას. სწორედ ეს კომისია ატარებს შესაბამის გამოძიებას".

22 აგვისტოს, პეკინში იწყება მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. ამ მნიშვნელოვანი სტარტის წინ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ჩაატარებენ სხდომას, სადაც დოპინგთან დაკავშირებულ
კრიტიკულ სიტუაციას განიხილავენ.

სხვათა შორის, გამოცხადდა, რომ მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა საერთო რიცხვიდან მესამედს შეამოწმებენ დოპინგზე. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

სულ დოპინგ-ტესტს გაივლის დაახლოებით 600-700 ათლეტი. ცნობისთვის, წინ ორ ჩემპიონატზე ყველა სპორტსმენი მოწმდებოდა.

პეკინში მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 22-30 აგვისტოს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული