ოლიმპიზმი: ბახის უცნაური იდეა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის პრეზიდენტის თომას ბახის იდეას - კომიტეტის ერთ სესიაზე აირჩიონ 2024 და 2028 წლების ოლიმპიადების მასპინძელი ქალაქები.

ბახს ამგვარი გეგმის რეალიზება სურს იმისთვის, რომ არ აწყენინოს პარიზსა და ლოს ანჯელესს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე.

მესამე პრეტენდენტია ბუდაპეშტი, მაგრამ ის ახლოსაა საარჩევნო რბოლიდან გამოთიშვასთან. ბახის ჩანაფიქრით, 2024 წლის არჩევნების წაგების შემდეგ, დამარცხებული ქალაქი მიიღებს შემდეგი ოლიმპიადის ჩატარების უფლებას. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ 13 სექტემბერს ლიმაში.

თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ
ასეთი გეგმა არაეფექტური იქნება, რადგან ის აღარ მისცემს საშუალებას ორგანიზაციის წევრებს - რაღაც შეცვალონ 2028 წლის ოლიმპიადის ჩატარების ადგილის არჩევისას.

ამასთან, მათ არასწორად მიაჩნიათ რომელიმე ქალაქს 11 წლით ადრე მისცენ თამაშების მასპინძლობის უფლება. ეს აგრეთვე უსამართლობა იქნებოდა სხვა ქალაქების მიმართ, რომლებიც შეიძლებოდა ჩართულიყვნენ საარჩევნო რბოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული