USA Today-ს პროგნოზი: საქართველო ოლიმპიადაზე 5 მედალს აიღებს

AutoSharing Option
ამერიკულმა გაზეთმა USA Today-მ რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა სახეობაში სავარაუდო მედალოსნების სია ჩამოწერა.

მაშ ასე, ამერიკული გაზეთის ვერსიით, საქართველოს ოლიმპიელები სულ 5 მედალს მოიპოვებენ.

ძიუდოში, 81 კგ. წონით კატეგორიაში ამერიკელები ავთანდილ ჭრიკიშვილს ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მარცხს უწინასწარმეტყველებენ.

90 კგ. წონით კატეგორიაში მათ ვალერი ლიპარტელიანისთვის ბრინჯაოს მედალი გაიმეტეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში ამერიკელთა აზრით, ფინალში დამარცხდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მას 57 კგ წონით კატეგორიაში ირანელი ჰასან რაჰიმი მოუგებს.

დანარჩენი ორი მედალიც "თავისუფლების" "ანგარიშზეა" - 97 კგ-ში ბრინჯაოს ელიზბარ ოდიკაძე
მიიღებს, 15-ში კი - გენო პეტრიაშვილი.

მაშ ასე USA Today 2 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს იმეტებს ქართველებისთვის. შეგახსენებთ, რომ წინა ოლიმპიადაზე ლონდონში, ქართულმა დელეგაციამ 1 ოქრო და 3-3 ვერცხლი-ბრინჯაო მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
5 მარტო ოქრო იქნება და დანარჩენიც ვნახოთ
სოსო
01 აგვისტო 2016 01:38
0
ძალიან ცდება უსა თუდეი
zura.
01 აგვისტო 2016 01:03
0
ვინც ეს დათვალა, წარმოგიდგენიათ რამხელა მახათი ჰქონდა?? :DDD
Z.LO
01 აგვისტო 2016 00:30
0
ტალახაძეზე რა თქვეს ?
პაატა
01 აგვისტო 2016 00:09
0
ისე ამ ამერიკელები რის ხარჯზე აწარმოებენ ამ პროგნოზს
d
31 ივლისი 2016 23:48
0
ლემონდი ორჯერ პატიოსნად მოიგო ტური, არმსტრონგმა კიბო დაამარცხა, შვიდივე ტიტული ჩამოართვესდა ძალიან ძვირიც დაუსვეს
ჩვენ მეტ მედალს ავიღებთ, იმედია
zura
31 ივლისი 2016 23:26
0
რამდენიც მეტი??? :))
grisha
31 ივლისი 2016 22:14
0
ვინ კითხავს ამერიკულ გაზეთს რამდენ და რა სინჯის მედლებს აიღებენ ქართველები ოლიმპიადაზე.არ გაგვისაჯდომეს საქმე ამ არამკითხეებმა.მაგათი დედებიც...
31 ივლისი 2016 22:13
0
აგენი დათვის ბიძაშვილები არიან თუ ჩვენი!
დავით ცხამელი
31 ივლისი 2016 21:56
0
ჩემი მოკრძალებული აზრით ხუთი შეიძლება ოქრო მოვიპოვოთ. ვიცი ჩვენი ოლიმპიელები თავს არ დაზოგავენ. სულ გამარჯვებებით გევლოთ!
ვაჟა
31 ივლისი 2016 21:47
0

სიახლეები პოპულარული