რიო 2016: გენო პეტრიაშვილმა საქართველოს მეშვიდე მედალი მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს დელეგაციას მეოთხე ბრინჯაოს, სულ კი მეშვიდე მედალი მოუტანა.

სანუგეშო ტურნირში 22 წლის ქართველმა ფალავანმა ჯერ კანადელ ქორი ჯარვისს 9:2 სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ამერიკელ ტერველ დლაგნევს სუფთად, 30 წამში მოუმთავრა საქმე - 10:0.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 აჯობა, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 მოუგო.

მეოთხედფინალში გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება
ბოლო 2-ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4)

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას ადრევე გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

შეგახსენებთ, რომ მანამდე რიოში ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. ვერცხლს ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

 

მკითხველის კომენტარები / 16 /
გილოცსვ გენო!მორიდება სპორტში არ არის აუცილებელი, მეტი სითამამეა საჭირო.
Amiran
21 აგვისტო 2016 22:58
0
გენოს ვულოცავ! ამერიკელი კი, აშკარად, რაღაც არ იყო თავის ფორმაში...
3.141592
21 აგვისტო 2016 15:39
0
ვინც უყურა გენოს გამოსვლას დამეთანხმება, ამ ბიჭს უეჭველი ოქრო უნდა აეღო!
Irakli
21 აგვისტო 2016 14:22
0
წინა დგეს მაქარაშვილმა წააგო 30 წამში აზერთან.გენოს ვულოცავ,შემდეგი ოლიმპიადა წინაა
ditos
21 აგვისტო 2016 12:22
0
გენო ფენომენალური ნიჭის მქონე მოჭიდავეა.გამოუცდელობით წამიერი მოდუნება არ აპატია გამოცდილმა ირანელმა.ეგ არაფერი.გენოს ვარსკვლავი მსოფლიოს საჭიდაო ცაზე დიდხანს იკაშკაშებს. ზოგადად კი მგონია,რომ ჩვენსსპორტსმენებს თვითდაჯერებულობა აკლდათ,რაც ფსიქოლოგების მუშაობის დაბალეფექტურობას აჩვენებს.მარტო ძიუ-დოში 3 მედალი ამიტომ დავკარგეთ და რაც მთავარია-დავკარგეთ ოქროს მედლები.
გიორგი
21 აგვისტო 2016 12:22
0
გენო ფენომენალური ნიჭის მქონე მოჭიდავეა.გამოუცდელობით წამიერი მოდუნება არ აპატია გამოცდილმა ირანელმა.ეგ არაფერი.გენოს ვარსკვლავი მსოფლიოს საჭიდაო ცაზე დიდხანს იკაშკაშებს. ზოგადად კი მგონია,რომ ჩვენსსპორტსმენებს თვითდაჯერებულობა აკლდათ,რაც ფსიქოლოგების მუშაობის დაბალეფექტურობას აჩვენებს.მარტო ძიუ-დოში 3 მედალი ამიტომ დავკარგეთ და რაც მთავარია-დავკარგეთ ოქროს მედლები.
გიორგი
21 აგვისტო 2016 12:21
0
უცნობო მეგობარო და მოქალაქე, რომელ სიტყვაში ვიყავი სუბიექტური?არ მოუგო ყველას დიდი ანგარიშით იმ ირანელის გარდა? არ იჭიდავა ირანელთან ფრე? კი ბატონო, სამწუხაროდ მისთვის არასახარბიელო ფრე?! არ არის ეს ირანელი მასზე თითქმის 7 წლით უფროსი? ისე კი ჩემი სუბიექტურობა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სუბიექტური აზრია და ნება მიბოძეთ არც მე დაგეთანხმოთ!! საუკეთესო სურვილებით!
Sophie
21 აგვისტო 2016 04:52
0
ცოტა ობიექტურობა ! გენოს ვულოცავ ბრინჯაოს
Sophie -ს
21 აგვისტო 2016 03:33
0
გენოოო ოქროზე მეტი ხარ 22 წლისხარ და შემდგომ ოლმპიადაზე ცჰაიხუტებ ნანატრ ოქროს! მგელი ხარ ოქრო ხარ,ჩემტვის ჩემპიონი ხარ! ერთი შენი ჭიდაობა მსიამოვნებს შემტევი ხასიათის გამო და მეორე ბექაა ღვინიშვილი! ორივენი პატარები ხაღთ და შემდე ოლიმპიადაზე 2 ოქროს ველოდები თქვენგან!
levani
21 აგვისტო 2016 02:55
0
გენო გული დამწყდა,უფრო მეტი შეგიძლია უკვე და მეტს ველოდი ოქრო კაცო! მაგრამ ეს ოლიმპიადა და ნერვებია :D 50/50 ზე ყველა შეჯიბრი! 22 წლისხარ და შემდეგ ოლიმპიადაზე ოქროს ჩაიხუტებ აუცილებლათ!
levani
21 აგვისტო 2016 02:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული