20 ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაცია (NADO) რუსული სპორტისთვის ახალ სანქციებს ითხოვს. კერძოდ კი, რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებზე დასწრების უფლება არ მისცენ და ასევე, ქვეყანას ყველა შეჯიბრების ჩატარების უფლება ჩამოართვან.
ასეთ შეთანხმებამდე ორგანიზაციები დუბლინის შეხვედრაზე მივიდნენ. ამის მიზეზი კი რიჩარდ მაკლარენის ანგარიშის მეორე ნაწილის ახალი მტკიცებულებები გახდა.
"სანქციები უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი სათანადო ნდობას და WADA-ს კოდექსის მიხედვით დადგენილ ზომებს არ მიიღებს ქვეყანაში დოპინგთან წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში", - განაცხადა გერმანიის ანტისადოპინგო სააგენტოს თავჯდომარემ, ანდრეა გოტცმანმა.
აქვე გეტყვით, რომ რუსეთს უკვე ჩამოართვეს მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების უფლება ბობსლეისა და სკელეტონში და ასევე, მსოფლიოს თასის ეტაპები ბიატლონსა და სამთო-სათხილამურო რბოლებში. ქვეყანას ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამორთმევაც ემუქრება.
მოთხოვნას ხელი მოაწერეს ბელგიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, იაპონიის, ხორვატიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, სამხრეთ აფრიკის, გერმანიის, აშშ-ისა და ავსტრიის ანტისადოპინგო სააგენტოებმა.