მატჩი, რომელიც გუშინდელი სათამაშო დღის ბოლო დაპირისპირება იყო, სტუმრებისთვის ცუდად არ დაწყებულა. უკვე მეოთხე წუთზე "რეინჯერებმა" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და პირველი პერიოდის ბოლოს გაშვებული ორი დასანანი შაიბაც არ მოასწავებდა ნიუიორკელებისთვის კატასტროფას. გარდამტეხი მომენტი გახდა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ნიეტოს მიერ გატანილი შაიბა.
19 წლის ჩეხი "შარქსმა" 2012 წლის დრაფტზე აირჩია, მაგრამ გასული სეზონი ჰერტლმა "სლავიაში" გაატარა. მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის მონაწილემ შარშან, ჩეხეთის ჩემპიონატში 30 ქულა (18+12) დააგროვა. "სან ხოსეს" რიგებში სადებიუტო მატჩში ტომაშმა ერთი საგოლე პასი მიითვალა, "ფინიქსთან" კი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება "რეინჯერსთან" მატჩს, აქ ჩეხმა ისეთი შაიბები გაიტანა, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების გულშემატკივარს დააკმაყოფილებდა.
პირველი გოლი გასწვრივი პასის შემდეგ შეაგდო, მეორე მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლისას, მესამე შაიბის დროს გოლკიპერის მოედანზე ითამაშა კარგად, მეოთხე კი ნამდვილი შედევრი აღმოჩნდა. ჰერტლმა პარტნიორისგან პასი მეტოქის ზონის გარეთ მიიღო, წინ დაიძრა, შაიბა ფეხებს შუა გაიტარა და ცხრიანში აუღებელი გაისროლა.
"სან ხოსე" დამაჯერებლად ჩაუდგა სათავეში დასავლეთ კონფერენციის ცხრილს, ტომაშ ჰერტლი კი ბომბარდირთა სიას - მას შვიდი ქულა აქვს (6+1).
აილენდერსი-ფინიქსი 6:1
2:0, 3:1, 1:0
გოლები: 1:0 რეგინი-1 (ნელსონი-1), 2:0 ტავარესი-1 (ნილსენი-2, ოკსოპო-1), 3:0 დონოვანი-1 (რეგინი-1, ბეილი-2), 3:1 ჰანჟალი-1 (ბოდკერი-1, ვრბატა-1), 4:1 ტავარესი-2 (გრაბნერი-2, ბეილი-3), 5:1 კ. მაკდონალდი-1 (ნილსენი-3, გრაბნერი-3), 6:1 ბეილი-1 (ნილსენი-4, გრაბნერი-4).
ტორონტო-კოლორადო 1:2
0:0, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ლუპული-2 (ეშტონი-1), 1:1 სერიჩი-1 (დაუნი-2, დუშენი-1), 1:2 პარენტო-3 (მაკგინი-2, მაკინონი-4).
პიტსბურგი-კაროლინა 5:2
1:0, 1:1, 3:1
გოლები: 1:0 ი. იოკინენი-1 (კროსბი-1, კუნიტცი-1), 2:0 პ. მარტინი-1 (ორპიკი-1, კროსბი-2), 2:1 ე. სტაალი-1 (ფოლკი-3, სეკერა-1), 2:2 გერბე-2 (დუაიერი-1, სეკერა-2), 3:2 ი. იოკინენი-2 (მალკინი-2, მაატა-1), 4:2 გლასი-1 (ვიტალე-1), 5:2 ი. იოკინენი-3 (მაატა-2, ბ. სუტერი-3).
ბაფალო-ტამპა ბეი 2:3 (ო)
0:0, 2:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ჰოჯსონი-1 (ვანეკი-1, მაკბეინი-1), 1:1 ტ. ჯონსონი-1 (ჰედმანი-1, პალატი-1), 2:1 მაკბენი-1 (ჰოჯსონი-2, ვანეკი-2), 2:2 პურსელი-2 (მელოუნი-1, სან ლუი-2), 2:3 კილორნი-1 (ბრიუერი-2, ფილპულა-1).
ნეშვილი-მინესოტა 3:2
3:1, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 პარიზე-3 (მ. კოივუ-2, რ. სუტერი-2), 1:1 ფორსბერგი-1 (ჰორნკვისტი-2, ს. ჯონსი-1), 2:1 კ. უილსონი-1 (კულენი-1, ფიშერი-2), 3:1 ნისტრიომი-1 (ბულიტი), 3:1 სპარჯონი-1 (ნიდერაიტერი-2, გრანლუნდი-3).
ფილადელფია-ფლორიდა 2:1
2:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 ბრეიდენ შენი-2 (ვორაჩეკი-1, ლეკავალიე-2), 2:0 ქობურნი-1 (კუტურიე-1), 2:1 ბ. ბოიესი-1 (ბ. კემპბელი-3, ბარკოვი-1).
ვანკუვერი-ნიუ ჯერსი 3:2 (ო)
0:1, 2:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 იაგრი-2 (ელიაში-1, ჟილდიცკი-4), 0:2 ელიაში-2 (ვოლჩენკოვი-2, იაგრი-1), 1:2 დ. სედინი-2 (ტანევი-1, სტენტონი-2), 2:2 ედლერი-1 (დ. სედინი-4, ჰ. სედინი-6), 3:2 გარისონი-3 (ბუტი-1).
სან ხოსე-რეინჯერსი 9:2
2:1, 4:0, 3:1
გოლები: 0:1 ბ. რიჩარდსი-3 (ბრასარი-1, სტეპანი-3), 1:1 ვლასიჩი-1 (პაველსკი-3), 2:1 დ. ბოილი-1 (ნიეტო-1, პაველსკი-4), 3:1 ნიეტო-1 (უინგელსი-1, პაველსკი-5), 4:1 ჰერტლი-3 (დეჟარდენი-2, დემერსი-1), 5:1 კუტური-2 (მარლო-1, ირვინი-2), 6:1 ჰერტლი-4 (ჯ. ტორნტონი-2), 6:2 დორსეტი-1 (ბ. ბოილი-2, სტრალმანი-1), 7:2 ჰერტლი-5 (დემერსი-2, ტაილერ კენედი-1), 8:2 ჰერტლი-6 (დემერსი-3, ნიემი-1), 9:2 ჯ. ბრაუნი-2 (ნიეტო-2, უინგელსი-2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი