10 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დანიას დაუპირისპირდება.

შეხვედრა კოპენჰაგენის სტადიონ "თელია პარკენზე" თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს. შეხვედრის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

ვლადიმირ ვაისი დანიას შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრა. ტრავმირებული ფეხბურთელების გრძელ სიას ლევან მჭედლიძეც დაემატა, რომელმაც გიბრალტარის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი კი ითამაშა, თუმცა ვარჯიშზე დაშავდა და გუნდს კოპენჰაგენში არ გაჰყოლია.

საქართველოს ნაკრებს ახლა მხოლოდ ორი ფორვარდი ჰყავს - ვატო არველაძე, რომელმაც გიბრალტართან სადებიუტო გოლი გაიტანა და ელგუჯა ლობჯანიძე, რომელსაც ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს გამართული.

პრობლემებია დაცვაშიც, სადაც საქართველოს ორი გამორჩეული ცენტრალური მცველი აკლია - საბა კვირკველიას და დავით ხოჭოლავას სახით. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 3 ცენტრალური მცველია - გურამ კაშია, გია გრიგალავა და ლაშა დვალი.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარებაა.

მდგომარეობა ჯგუფში
საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 3 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც პირველ ორში - შვეიცარიასთან (0:2) და ირლანდიასთან (0:1) დათმო, რამდენიმე დღის წინ კი თბილისში გიბრალტარს სძლია (3:0).

რაც შეეხება დანიას, სკანდინავიელებმა ორი შეხვედრა გამართეს და ორივე ფრედ დაასრულეს, ჯერ შვეიცარიასთან (3:3), შემდეგ კი ირლანდიასთან.

ამგვარად, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს და დანიაზე წინ იმყოფება, თუმცა ჩვენს მომავალ მეტოქეს მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ირლანდია

3

2

1

0

3-1

7

2.

შვეიცარია

2

1

1

0

5-3

4

3.

საქართველო

3

1

0

2

3-3

3

4.

დანია

2

0

2

0

4-4

2

5.

გიბრალტარი

2

0

0

2

0-4

0

ისტორია
საქართველო და დანია ერთმანეთს ისტორიაში სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა ჩვენი მეტოქეების მხარესაა - 2 გამარჯვება და 1 ფრე.

პირველად ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2004 წელს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. სწორედ თბილისში დაკარგული ქულების გამო ვერ მოახერხეს სკანდინავიელებმა მუნდიალზე მოხვედრა.

მეორე მატჩი ამავე ტურნირის ეგიდით გაიმართა. გამარჯვება გაბრაზებულ დანიელებს დარჩათ, რომლებმაც საქართველოს დიდი ანგარიშით, 6:1 სძლიეს.

რაც შეეხება მესამე შეხვედრას, ის 2013 წელს გაიმართა. ამხანაგურ მატჩში "ჯვაროსნები" 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა.

ვინ რა თქვა
მატჩამდე ერთი დღით ადრე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარმა მწვრთნელებმა მომავალი შეხვედრა შეაფასეს.

დანიის ნორვეგიელმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ საქართველოს ნაკრები შეაქო და თქვა, რომ ეს გუნდი შეტევაში კარგად თამაშობს.

"საქართველოდან კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, თუმცა მთლიანად გუნდს ვაფასებ.

მიგვაჩნია, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. თუ მათ დროს და სივრცეს მისცემ, იციან ამის გამოყენება. ისინი კარგად თამაშობენ შეტევაში", - განაცხადა ჰაიდემ.

მომავალი მეტოქის მიმართ დადებითი სიტყვები არ დაიშურა დანიელთა ლიდერმა კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ნაკრები ირლანდიაზე ტექნიკური გუნდია და გულშემატკივარი ლამაზ თამაშს იხილავს.

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, სლოვაკი სპეციალისტის თქმით, საქართველოს ნაკრები ჭკვიანური ფეხბურთის თამაშს ეცდება, რადგან დანიის დონის გუნდთან სუპერშემტევი თამაში არ შეიძლება.

გურამ კაშიამ კი განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ისეთი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომ ყველაფერს თავს გაართმევენ.

"დღევანდელ დროში, ეროვნულ ნაკრებში როდესაც ხარ, ხარ კაცი. არ უნდა გჭირდებოდეს ვეტერანების დარიგება. არავის ჭკუის დარიგება არ უნდა გჭირდებოდეს.

ფეხბურთი და გასახდელი ისეთი რამეა, სადაც კვერცხებით უნდა შეხვიდე. ისეთი ბიჭები გვყავს, რომ თავს გაართმევენ", - განაცხადა კაშიამ.

ცვლილებები
ცვლილებები იქნება ორივე გუნდში. გიბრალტართან გამარჯვების შემდეგ ამის შესახებ თავად ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

მისი თქმით, მომავალ შეხვედრაში 2-3 ცვლილებას უნდა ველოდეთ.

გასული მატჩის მეორე ტაიმის სტარტზე ტრავმა მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი დანიასთან ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყებს და არ არის გამორიცხული, მისი ადგილი საბა ლობჟანიძემ დაიკავოს, რომელიც დანიურ ფეხბურთს და "თელია პარკენს" კარგად იცნობს.

სავარაუდოდ, შეიცვლება ცენტრალური ფორვარდიც. ელგუჯა ლობჯანიძე ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც მეორე სართულზე კარგად თამაშით გამოირჩევა.

ვაისმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარ შანსს დაელოდება. არ არის გამორიცხული, ეს შანსი სწორედ მას მიეცეს.

ცვლილებები იქნება დანიის შემადგენლობაშიც. ირლანდიასთან მატჩში სკანდინავიელებმა არაერთი მომენტი გააფუჭეს.

სავარაუდო შემადგენლობები

დანია (4-4-2): შმეიხელი, კიაერი, ხრისტენსენი, დალსგაარდი, ლარსენი, დელანი, ჰოიბერგი, შონე, ერიქსენი, დოლბერგი, პოულსენი.

საქართველო (4-5-1): ლორია, კაშია, გრიგალავა, კაკაბაძე, ხარაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე, მერებაშვილი, ლობჯანიძე

ფაქტები

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ბოლოს გიბრალტარს სძლია (3:0). ეს 2015 წელს მოხდა.

დანიის ნაკრები ოფიციალურ მატჩში საკუთარ მოედანზე ბოლოს 2016 წელს მონტენეგროსთან (0:1) დამარცხდა.

sdfffff
ოღონდ უზრდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.
sdfffff
სისულელეებს ლაპარაკობ.სასტიკ წნეხში უნდა ამყოფო.
kaxa
არც არველაძე და არც ელგუჯა. შეტევა უნდა იყოს კიტეიშვილი,ხარაიშვილი,საბა ლობჟანიძე! თუ გვინდა შედეგი და მობილურობა!
Kkk
ნუ გეიმედებოდეს თუ გინდა, ამ ეტაპზე უკეთესი არავინ გყავს მაინც.დდ
Va-Le
Eseti shishit ratom laparakobt, ertma mainc tqvit rom chamoveditmosagebad da sami qulis asagebad, tavidanve umotivacio gancxadebebs rom aketebt da fsiqqologiurad ukve cagebulebi gadixart moedanze eg aris mteli ubedureba, dzalian minda rom movigot daniashi mara ver vxedav im gancyobas nakrebshi romelic moedanze mosagebad gadis, aq vxedav dacviti stils da iqneb erti kontrshetevaze davichirot da ase shemdeg, zogadad sxvada sxva saitebze cakitxuli komentarebidan da videodan nanaxze vaketeb komentars,
უნივერსალი
რატომღაც ძალიან დარწმუნებული ვარ რომ დღეს მოვიგებთ(0:1, 0:2, 1:2), მაგრამ მერე დაიწყენენ ჯურნალისტები(ვითომ ექსპერტები რომ არიან) შანსების დათვლას, თეორიების აწყობას და გავიკეთებთ ყვენანი ვარდისფერ სათვალეებს... დაიწყება ფსიქოლოგიური ზეწოლა და წნეხი ნაკრების ფეხბურთელებზე და მერე ჩავისვრით ისევ... ამ ბიჭებს უყვართ და უნდათ თავისუფლება, როცა არავინ თხოვს აუცილებლად შედეგის დადებას მაშინ ავლენენ თავის შესაძლებლობებს! ჩემი აზრით ჯერ ჩვენ, გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა უნდა შევიცვალოთ მიდგომა და მოთხოვნები, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ვისიამოვნოთ შედეგით! წინააღმდეგ შემთხვევეში მგონია, რომ რაც ბელორუსის წინააღმდეგ მოხდება, ტრაგედიის ტოლფასი იქნება ჩვენთვის!
პაპა
ჩვენო ნაკრებო საყვარელო, შენ როსღა გაბრაზდები?
datch
მძიმე წუთები, კარგი იყო. გეგონება უკვე დაგვხვრიტეს.
eeh
მართალი ხარ, ვაისს რომ ჭკუა ქონოდა ფეხბურთელები კი არა სპეცნაზი ან დესანტნიკები უნდა წაეყვანა. აბა ეს ბალერონები რისი გამკეთებლები არიან.
Daviti
Xom izoda kvirkvelia da xojolava tramvirebulebi ixvne ratom gamoizaxa saertod ratom ar gamoizaxa zivzivaze romeli forvardi gvxavs saqartvelohi masze uketesi
kaira
სამი ძირითადი მცველი არ გყავს, მაგრამ მაინც გჯერა რომ გოლს არ გავუშვებთ.
Emiri
იმედი მაქ დღეს განმეორდება ესპანეთი _ საქართველო 0 : 1
tazo
წარმატებები ბიჭებს!მაგრამ კაშიას პლიუსში თვლით და მისი გეიმედებათ??????
ქუთაისელი
ყველაზე მებრძოლები უნდა გამოიყვანოს ვაისმა, დეზდემონების და მონალიზების ადგილი ნაკრებში არ არის!
ქუთაისელი
ყველაზე მებრძოლები უნდა გამოიყვანოს ვაისმა, დეზდემონების და მონალიზების ადგილი ნაკრებში არ არის!
Status quo
რას მოათრევთ მჯედლიძეს, უსარგებლო ბალასტია და ვერ უნდა მიხვდეთ?
dato
ძალიან ცუდად მახსოვს დანიასთან 6-1 განადგურება...არადა ეს გამწარებული დანიელები ამ ჩვენს შესუსტებულ შემადგენლობას აშკარად არ დაინდობენ,მაგრამ ამ მძიმე წუთEბშიც ჩვენი ნაკრების გვერდით ვდგავართ!
roma
ერთი გოლის თამაში იქნება, დღეს არც ლაიქი დამიწეროთ არც დისლაიქი და თამაშის მერე შემიფასეთ კომენტარი, ვაისი დღეს ავტობუსს ჩააყენებს და ბოლო წუთამდე შანსის დალოდებას მოთხოვს ნაკრებს, დანია 0:? საქართველო ამ ანგარიშის მეიმედება ძალიან. ღმერთო მოგვეცი შემწეობა. ღმერთი ჩვენსკენ და ყველასთან თამაში შიიძლება.
Biankoneri
ვიგეეებთ, არმაინტერესებს! =))
baxva
იმედი ნუ მოგიშალის ღმერთმა!
jemali
გაფიცებთ,რომელ მწვრთნელს და მენეჯერს გეიმედებათ ამ მჭედლიძესი?!რატო გვაწვალებთ და აწვალებთ მაგ კაცს? ამის მაგივრად ნებისმიერი სხვა თავდასხმელი გყავდეთ ნაკრებში,რომლის საჭიროების შემთხვევაში გამოყენება მოხდება,ეს იმ მომავალი ფეხბურთელისთვის კარგი სტიმული იქნება ნაკრებთან ყოფნა.შევეშვათ ამ კაცს,დაიღალა თითონაც და ჩვენც დავიღალეთ,ხალხი არხაართ???!!!!!
imeda
გიორგი ლორიას გულწრფელად თანავუგრძნობ.... გამაგრდი ჯიმა!!!
irakli
ჩვენ მოვიგებთ
ვაკო
ლორია. სამი ცენტრალური მცველი გრიგალავა კაშია დვალი.კრაიზე-კაკაბაძე ხარაბაძე.ნახევარდაცვა კანკავა კვეკვესკირი გვილია პაპუნაშვილი ლობჟანიძე.
misha opa
დიდი ანგარიში იქნება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
რაისმა თავისი საქმე გააკეთა - მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
"ლივერპულმა" ტრანსფერი დაადასტურა - მამარდაშვილის გუნდი ესპანელი ფორვარდით გაძლიერდა
J ჯგუფში ბევრი კითხვის ნიშანია - ალჟირმა იორდანიას დაუქამბექა
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს
[VIDEO] შენ დაუკა - სალაჰმა ფანებთან ერთად ქუჩაში იცეკვა
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია
"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
"იმ სირცხვილის თანაავტორები, რომლებიც ბოლო წლებში "არარატ არმენიასთან" და "ლევადიასთან" ევროტურნირებზე განვიცადეთ, ახლა ექსპერტებად იქცნენ" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
"მოდით, ისე მოვიქცეთ, როგორც ამას დიდი ქვეყნები აკეთებენ" - თერიმი მუნდიალზე თურქეთის ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა
"რაფინია ფინანსურად ძალიან ცუდ დღეშია და არაბეთში წასვლის იმედი აქვს" - ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
[VIDEO] სანახაობრივი მატჩი - ეგვიპტემ ახალ ზელანდიას დაუქამბექა
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
ოფიციალურად - კრისტიან ერიკსენი "მანჩესტერში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოცდილი ნახევარმცველი გაიფორმა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"იუნაიტედს" ერიკსენის გაყიდვა სურს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"კრისტიან, ჩვენ შენ გვჭირდები". "ბრენტფორდი" ერიკსენს გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს.
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ