ქართველები ევროთასებზე - "გენტი" ევროპა ლიგაზე "მეხელენის" ნაცვლად ითამაშებს

AutoSharing Option
უეფამ, განიხილა რა მთელი პროცესი, გაიზიარა ბელგიის სასამართლოს მიერ "მეხელენის" ბოსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნულ კლუბს ევროპა ლიგაზე მონაწილეობა 1 წლით აუკრძალა.

ევროპა ლიგის რეგლამენტის მიხედვით, "მეხელენი" შემდეგმა ყველაზე მეტი ქულების მფლობელმა ჩაანაცვლა და ეს გუნდი ქართველების "გენტი" აღმოჩნდა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "მეხელენის" ხელმძღვანელობა ეროვნულ დონეზე მატჩების ჩაწყობაში ამხილეს და გუნდი ბელგიის თასიდან 1 წლით მოკვეთეს. თუმცა, არ დაუქვეითებიათ და მომავალ სეზონში ქულებიც არ დააკლდება.

"გენტს" კი გაუმართლა და ევროპა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ბელგიური გუნდის მეტოქე
რუმინული "ვიტროლული" იქნება. პირველი შეხვედრა გენტში 25 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი რუმინეთში 1-ელ აგვისტოს ჩატარდება.

"გენტის" რიგებში სამი ქართველი გიორგი თამაშობს - ბერიძე, ქვილითაია და ჩაკვეტაძე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული