ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ის მეორე ტაიმში მთელ გუნდთან ერთად შეცვალეს.
განაცხადში არ ყოფილა გიორგი ქვილითაია, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, გიორგი ჩაკვეტაძე კი რეაბილიტაციას გადის და რამდენიმე თვე თამაშს ვერ მოახერხებს.
"გენტი" ამის შემდეგ უკვე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, სადაც ბელგიური კლუბის მეტოქე რუმინული "ვიტორული" იქნება.
დიდი ალბათობით, გიორგი ბერიძის ოფიციალური დებიუტი ამ შეხვედრაში უნდა შედგეს. ის განაცხადში შეიყვანეს და 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ქართველი ნახევარმცველი "გენტის" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება, თუმცა ეს პერიოდი მან სხვადასხვა კლუბში იჯარის წესით გაატარა.
kaagentfans.be: გიორგი ბერიძე გოლების კონვეირია - "გენტი" მალე კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს
ბელგიური გამოცემა: როგორც იქნა, გიორგი ბერიძე "გენტის" პირველ გუნდში ითამაშებს