მეკარე გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატზე ისევ მშრალად შეინახა კარი.
მაკარიძის "სეტუბალმა" პირველობის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "ბრაგას" და ჩვენებური ჩვეულად საუკეთესოდ გაისარჯა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მასპინძელთა მიერ მოპოვებული გამარჯვება, სწორედ დიდწილად მათი გოლკიპერის დამსახურებაა.
გიორგიმ 5 მატჩიდან 4-ში არ გაუშვა გოლი.