არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტაშკენტის "ფახთაკორმა", რომლის მწვრთნელი შოთა არველაძეა, მუშაობაში კი ტყუპისცალი არჩილი და გოჩა ტყებუჩავა ეხმარებიან, უზბეკეთის სუპერლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ  მოიპოვა ოქროს მედლები.

ძმები არველაძეების ფონდმა გაავრცელა ვიდეო, სადაც არველაძეებთან და ტყებუჩავასთან ერთად ქართულ სიმღერას საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი და საელჩოს თანამშრომელი ანდრო მელაძე ასრულებენ.

ძველ გულშემატკივრებს გეხსომებათ, ეს სიმღერა 1964 წელს ტაშკენტში მოსკოვის "ტორპედოს" დამარცხების და პირველად სსრკ-ს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, თბილისის "დინამოს""ოქროს ბიჭებს" მიეძღვნათ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
თვით ტაშკენტშიც მედგრად დადგა
ჩვენი შოთა, ქებული!!!
თუმცა აუგს იტყვის ვინმე
გამოქლოუზებული...
გილოცავთ
11:43 24-09-2019
0
გენაცვალეთ,ჯიგრები ხართ.ეგ იმათ ვისაც არ უხარია აქ თქვენი წარმატებები.გამოიღონ.
დაუფასებლები
13:27 22-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული