რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო, ახლა კი მისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ გააკეთა.
"დიახ, ის ტრავმირებულია. დღეს შესაძლოა, ცოტა ხანი გუნდთან ერთად ივარჯიშოს. იმედია, სრულად მზად 7-10 დღეში იქნება", - განუცხადა კაშტრუმ კლუბის საიტს.
ხოჭოლავამ აგვისტოს ბოლოს ვარჯიშზე მხარი ამოიგდო და მას შემდეგ არ უთამაშია.