ლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში ავტოგოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლევან შენგელიამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

"კონიასპორის" მწვრთნელმა შენგელია "კაისერისპორთან" საშინაო მატჩში სასტარტოში დააყენა და მე-9 წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

თუმცა, მისმა გუნდმა 45+1-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება, ხოლო 90+8-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 90+10-ე (!) წუთზე მსაჯმა სტუმართა ორი ფეხბურთელი გააძევა.

"კონიასპორი" 9 ქულით მე-5 ადგილზეა და 5 ოქტომბერს სტუმრად "კასიმპაშას" შეხვდება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
გამოცდილი კაცი ვარ, ფეხბურთის შეგნებულად ყურება დავიწყე 1963-64 წლებში. როცა შენგელიამ დინამოში თავი გამოიჩინა ძალიან მომეწონა და შევაქე, მაგრამ მინუსებიც კარგად დავინახე. ამიტომ ამ საიტიდან დაჟინებით ვურჩევდი კიდევ ერთი წელი დინამოში დარჩენილიყო და საკუთარ თავზე ემუშავა! იმის იმედი არ მქონდა რომ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა, მაგრამ მე ჩემი ვუთხარი და აწი მაგან იცის რასაც გააკეთებს! ისე კი მაინტერესებს იქ საიდანაც გოლი გაიტანა, აი იქ საერთოდ რა უნდოდა?! ჩამშლელ ნახევარმცველად ათამაშებენ თუ დაცვაში?!
aburjga
18:05 30-09-2019
0
ნუ, ავტოგოლიც გოლია. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა
დინამოელი
08:04 30-09-2019
2

სიახლეები პოპულარული