რუსეთის ჩემპიონატზე "ტამბოვთან" მოგებულ საშინაო მატჩში (2:1) 18 წლის შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და მიქს-ზონაში კლუბის საიტს სახელდახელო ინტერვიუ მისცა.
- ნანატრი გამარჯვების შემდეგ რას გრძნობთ?
- ამდენი წაგების მერე რა თქმა უნდა, გამარჯვება მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ეს მოგება უნდა განვამტკიცოთ.
- ასეთი განსხვავებული ტაიმები რატომ გამოვიდა?
- ასეთი განსხვავებული ტაიმები რატომ გამოვიდა?
- როდესაც 2:0 დავწინაურდით, ალბათ, უფრო დაცვაზე დავიწყეთ ფიქრი. დაცვაში ასე ღრმად არ უნდა ჩავმდგარიყავით. ამის გამო მეორე ტაიმი და მისი დასასრული "ვალიდოლური" გამოვიდა.
- დღეს მთლად კარგი ამინდი არ იყო და გულშემატკივარი სტადიონზე ბევრი არ მოვიდა (შეხვედრას 2 585 მაყურებელი დაესწრო - რედ.). ამან განწყობაზე რამენაირად იმოქმედა?
- დღეს მთლად კარგი ამინდი არ იყო და გულშემატკივარი სტადიონზე ბევრი არ მოვიდა (შეხვედრას 2 585 მაყურებელი დაესწრო - რედ.). ამან განწყობაზე რამენაირად იმოქმედა?
- მესმის, ქომაგებს საფუძველი აქვთ არ იარონ ფეხბურთზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ისეთ სიტუაციაში ვართ, მხარდაჭერა სწორედ ახლა გვჭირდება, რათა ყაზანის საკადრისად ავთამაშდეთ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა სტადიონზე ბევრი გულშემატკივარია.
- ბოლოს და ბოლოს "რუბინში" პირველი გოლი გაიტანეთ. როგორი ემოციები დაგეუფლათ?
- ბოლოს და ბოლოს "რუბინში" პირველი გოლი გაიტანეთ. როგორი ემოციები დაგეუფლათ?
- გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს, როდესაც ტრავმის შემდეგ ბრუნდები. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ უნდა ვიაროთ და უფრო მეტი გოლი გავიტანოთ.
დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროშესარჩევი ციკლის ორ უახლოეს მატჩში დაეხმარებიან.