საერთაშორისო ტურნირი "ნელი სალაძის თასი" დაიწყო

AutoSharing Option
3 ივლისს ნელის სალაძის სახელობის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ''ნელი სალაძის თასი'' დაიწყო.

ეს ტურნირი ყოველწლიურია და უკვე მეთორმეტედ ტარდება.

წელს ამ ტურნირზე მონაწილეობას იღებს 7 ქვექნის 160 ტანმოვარჯიშე.

ნელი სალაძე თბილისში დაიბადა. სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62) და სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულია (1964). მწვრთნელად მუშაობა 1971 წლიდან დაიწყო, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93).

საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებმა უდიდეს წარმატებებს სწორედ ნელი სალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწიეს.

მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე,
ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი. შედიოდა სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბში (1977-82), მისი უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979), ავარჯიშებდა ბელგიისა (1999-01) და იაპონიის (1992, 96, 00, 02) კლუბების სპორტსმენებს.

დასახელებულია წლის საუკეთესო მწვრთნელად (1979), შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.

ამჟამად ქალბატონი ნელი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

alt ნელი სალაძე: ჩვენი მიზანია, რომ სპორტსმენებმა უფრო მეტი გამოცდილება დააგროვონ

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული