"ზუკას თასი" მინი-წყალბურთში 9 ივნისს გაიმართება

AutoSharing Option
"ზუკას თასი" არის ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი მინი-წყალბურთში. აღნიშნული ტურნირი მე-13 წელია ტარდება.

პირველი "ზუკას თასი" 2007 წელს გაიმართა, ზუკას გარდაცვალებიდან 2 თვეში. "პირველი არხის" გადაცემა "ახალ დღეში" შეჯიბრების შესახებ ორგანიზატორმა მაკო მეტრეველმა და საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრმა მიშა ბაღათურიამ ისაუბრეს.

"ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან მოთამაშეები: რუსეთიდან, სერბეთიდან, მონტენეგროდან, უკრაინიდან, გერმანიიდან. შეჯიბრების 10 წლისთავზე დიპლომატიურმა კორპუსმაც კი მიიღო მონაწილეობა.

ზედიზედ მეორე წელია უკვე, რაც "ზუკას თასი" თბილისის ფარგლებს გასცდა და კახეთში, კაჭრეთის ოლიმპიურ აუზზე ტარდება. ახალი ნაკადი სულ გვყავს, ახალი
გუნდები მუდამ იქმნება. ამასთანავე, გვინდა სხვა რეგიონიც მოვიცვათ, რადგან ეს განვითარების ახალ გზად მიგვაჩნია" - თქვა მაკო მეტრეველმა.

"მინი-წყალბურთი უფრო დინამიკური და საინტერესოა, ვიდრე ჩვეულებრივი წყალბურთი. კეთდება უფრო მეტი ფინტი, უფრო სანახაობრივია, უფრო ბევრი გოლი გადის. ვეტერან წყალბურთელებსაც აქვთ შანსი, ითამაშონ ჩვენთან ერთად და მოგვიგონ კიდეც. ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა ვეტერანმა წყალბურთელებმა ნაკრების წევრ წყალბურთელებსაც მოგვიგეს, მათ შორის მამაჩემიც იყო. ასევე, დამწყებ წყალბურთელებსაც აქვთ საშუალება, ითამაშონ ზრდასრული სპორტსმენების წინააღმდეგ. აღინიშნა ზემოთ, რომ უცხო ქვეყნის გუნდებიც ჩამოდიოდნენ, თუმცა წელს, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, "ზუკას თასზე" მხოლოდ ქართულ გუნდებს უნდა ეთამაშათ. თუმცა გერმანელებმა თავად დარეკეს და საკუთარი ფინანსებით ჩამოვლენ "ზუკას თასზე" სათამაშოდ", - აღნიშნა მიშა ბაღათურიამ.

"ზუკას თასი 2019" 9 ივნისს გაიმართება. როგორც ორგანიზატორმა განაცხადა, წელს "ზუკას თასს" კახეთი, კაჭრეთის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული