აბუ დაბის გრან პრი. შერაზადაშვილმა ესპანეთში ოქრო წაიღო, ღვინიაშვილმა საქართველოში ვერცხლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ოქტომბერს, ქართველი ძიუდოისტები ბექა ღვინიაშვილი (90) და ვარლამ ლიპარტელიანი (100) აბუ დაბის გრან პრიზე ასპარეზობდნენ.

90 კგ კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკა შერაზადაშვილი დაუპირისპირდნენ. ბექა ღვინიაშვილის აქტიურობის მიუხედავად, შერაზადაშვილმა ორჯერ შეძლო ილეთის გაკეთება და საბოლოოდ ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა 11:0.

ღვინიაშვილმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ედუარდო ბეტონი დაამარცხა, შემდეგ კი მეოთხედფინალში ტაჯიკელ კომნორშოხ უსტოპირიონს სძლია. ნახევარფინალში რუს ალექსანდრ როსლიაკოვს სძლია.

ვარლამ ლიპარტელიანმა კი პირველივე შეხვედრაში იტალიელ გუილანო ლოპორჩიოსთან დაპირისპირების შემდეგ, ტურნირს საეჭვო ვითარებაში გამოეთიშა- მიზეზი
აკრძალული ილეთი გამოდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის მსაჯების მოქმედება არაკომპეტენტური იყო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეეეჰ,ოქრო ძიუდოში უკვე სანატრელი გვიხდება უკლებლივ ყველა ძიუდოს ტურნირზე...რაღაცა უნდა შეიცვალოს!
წარმატებები ესპანელ-ქართველს!
glaxuna
18:09 28-10-2017
3
რუსეთის სახელით არ იჭიდაონ რაც მთავარია და ვისი სახელითაც უნდათ იმის სახელით გამოვიდნენ ,უფრო მეტი ევროპელი გაგვიცნობს, დაგვაფასებს და გვაღიარებს
ვახტანგი
20:13 28-10-2017
9

სიახლეები პოპულარული