ირაკლი ცირეკიძე: თბილისის გრან პრი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტები თბილისის გრან პრისთვის ემზადებიან. პრაღის შეკრებისა თუ ამ ტურნირისთვის მზადების შესახებ გვესაუბრება ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე.

- როგორ ჩაიარა ერთობლივმა შეკრებამ, ტრავმა ან რამე ხელის შემშლელი მიზეზი ხომ არ ჰქონიათ ჩვენებს?
- ძალიან კარგი შეკრება გამოვიდა, ბიჭებმა ნაყოფიერად ივარჯიშეს. ტრავმა მხოლოდ ბექა ღვინიაშვილს ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო პერიოდშია და ექიმის რჩევისგან გამომდინარე, ტატამზე ზედმეტ დატვირთვას მაინც ვერიდებოდით, რათა ბოლომდე მოუშუშდეს პარიზში ნატკენი ფეხი.

მასაც შიშის გრძნობა აქვს ჯერ - შებოჭილია, ბოლომდე ვერ ეყრდნობა, თუმცა თბილისის
ტურნირისთვის სრულად იქნება გამოჯანმრთელებული.

გუნდის სხვა წევრებმა კარგად და ნაყოფიერად ივარჯიშეს. შეკრებაც ძლიერი გამოდგა - ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობდა, დაახლოებით 600 სპორტსმენი იყო, მათ შორის - ძლიერებიც. თან, ზუსტად იმ დატვირთვების მქონე შეკრება იყო, რაც ამ ეტაპზე გვჭირდებოდა. ევროპის ჩემპიონატისთვის ცოტა სხვა კუთხით ვამზადებთ, მსოფლიოსთვის კი უფრო ძლიერი დატვირთვებით მოვემზადებით.

- თბილისის გრან პრის შემადგენლობა რა კრიტერიუმით განისაზღვრა?
- ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. თან მისი ჩატარების დროც ხელსაყრელია - ისეთ ვადებში ტარდება, არც წონის დამკლებებს უშლის ხელს და არც - სხვებს.

ეროვნული ჩემპიონატის ყველა მედალოსანი მიიღებს მონაწილეობას. პლუს, დავამატეთ შარშანდელ სეზონში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მედალოსნები. მათ გამო, ვინც ახლა თბილისის შემადგენლობიდან ამოვარდა, ისინი აპრილში ანტალიაში იჭიდავებენ.

თბილისის ტურნირისთვის მზადების მიზნით 20 მარტს თბილისში შეკრებას დავიწყებთ. წინასწარი მონაცემებით, კარგი შეჯიბრება გამოდის.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული