ისინი შეხვედრას გამართავენ კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და თავიანთ პოზიციებს გააცნობენ.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
შეკრებილი ძიუდოისტების მოთხოვნაა, თანამდებობა დატოვოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა. თავად ქევხიშვილი კი აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც სამინისტროში გაიმართება, არ დაესწრება.
ძიუდოისტების განცხადებით, სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა. მათ წინაშე უამრავი პრობლემაა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ვერ უმკლავდება. მათივე თქმით, ქევხიშვილს უნდა ეყოს გამბედაობა და 10 მაისს დაგეგმილ ყრილობამდე დატოვოს თანამდებობა.
▶ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე