26 ივლისს ბაქოში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს.
ვერცხლის მედლის მფლობელი აკაკი ჯაფარიძე (81კგ) გახდა.
ხოლო თორნიკე ფოლადიშვილი (90კგ), გიგა ტატიაშვილი (+90კგ) და გვანცა სომხიშვილი (+70კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციას ოლიმპიურ ფესტივალზე 13 მედალი (1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო) აქვს და რეიტინგში მე-18 ადგილზეა. ერთადერთი ოქროს მედალი ფესტივალზე დელეგაციას ძიუდოისტმა ნიკა ბაჩიაშვილმა მოუტანა.