ზურაბ დათუნაშვილი: ჩემი მოთხოვნა არ არის, ვინმე დააკავონ, ჩემი მოთხოვნა არის, რომ...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძესა და მას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა დათუნაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბისას მასსა და გეგეშიძეს შორის მოხდა.

დათუნაშვილმა ზაფხულში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა.

"ერთ-ერთი მოჭიდავის ჩაჩოჩება უნდოდა და თავისი მოსწავლის დაყენება. ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენდა არც ერთის, არც მეორის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა. უბრალოდ, გუნდის კაპიტანი ვარ და შემეკითხნენ, როგორ უნდა მომხდარიყო. რაც სიმართლე იყო, ის
დავაფიქსირე.

ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩხუბამდე არ მისულა საქმე, ამის შემდეგ დავტოვე შეკრება.

ნაკრებიდან წამოვედი. შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, დავბრუნებულიყავი. მე გავითვალისწინე ყველას თხოვნა, დავბრუნდი, მაგრამ ახლა საქართველოს ჩემპიონატზე რაც მოხდა, ყველამ ნახეთ. ეს უნდა დასრულდეს", - აცხადებს სპორტსმენი.

მისივე განმარტებით, ის გამოძიებას ენდობა. დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ რომ გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის პოსტი უნდა დატოვოს.

"ჩემი მოთხოვნა არ არის, ვინმე დააკავონ. ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ ადამიანს არ ეკუთვნის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი და უნდა დატოვოს ფედერაცია. გამოძიებას ვენდობი და ველოდები, რომ სამართლიანად გამოიძიებენ", - აცხადებს დათუნაშვილი.

სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში თვითმხილველი, ჟურნალისტი მარიამ კევლიშვილი აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს, საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

alt"გეგეშიძე ცრუობს" - დათუნაშვილი ჩვენებას მისცემს, კალაძე კი ინციდენტს ამაზრზენს უწოდებს

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი ზურა სიმართლის გამარჯვებამდე,შენს გვერდში ვართ
მიდი
16:25 22-01-2019
1
ზურა მთელი ქვეყანა შენს გვედრითაა მიდი ბოლომდე რქები მოამტვრიე ჭიდაობის მტრებს.
zviadi
15:47 22-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული