გოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანთან და მწვრთნელ ზურაბ შელიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

შელიას თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია და მას ამის ამსახველი დოკუმენტაცია გააჩნია.

"მოვედი მომზადებული, მაქვს დოკუმენტაცია. აქ ბევრი კომპლექსური პრობლემაა. მე გავამახვილებ ყურადღებას ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით და მოგახსენებთ: გუშინ მოვისმინე რეპორტაჟი, სადაც პრობლემებზე იყო საუბარი: დარბაზის გაუმართაობაზე, საშხაპეზე.

მე მაქვს 27 დღის მონაცემი პრემიების დარიცხვის შესახებ. ეს არის ბანკის ოფიციალური ამონაწერი, სადაც 100 000 ლარი გაცემულია პრემიის სახით.

გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, 26 974 ლარი დაერიცხა "ფალავანთა" კლუბის დირექტორს. რის გამო და რა დამსახურებისთვის დაერიცხა, არ ვიცით.

26 974 ლარი დაერიცხა ადმინისტრაციის უფროს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ორი თვის მოსულია, როცა ბიჭები საშხაპეში დგანან და ელოდებიან რიგს, როდის გათავისუფლდება.

მე მაქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაა გამოცემული და პრემიების დარიცხვის წესი შედეგების მიხედვითაა გაწერილი.

აქ არის ძალიან დიდ თანხებზე საუბარი: თუ სპორტსმენმა 100 ათასი ლარის შედეგი "გააკეთა"(ოლიმპიადაზე ან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მედალი აიღო), მწვრთნელს მთელი თანხის 50 პროცენტი, ანუ ამ შემთხვევაში 50 000 ლარი ერიცხება.

ვლადიმერ გეგეშიძე არის გეგა გეგეშიძის ძმა, რომელმაც ერთი წლის წინ სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შემდეგ მას გაუჩნდა რამდენიმე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მოწაფე.

ხალხს, რომელიც ოცნებობდა და ნატრობდა, რომ ეს კაცი წავა და მოგვშორდება, ამ კაცის პოზიციაზე დაბრუნებით, იმედი მოუკვდათ", - განაცხადა გოჩა შელიამ.

altზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

altგოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნამდვილად არა მგონია,რომ მთელი ეს პრემია,ორი თვის მოსულმა გოგომ აიღო და ჯიბეში ჩაიდო.ამ ფულს სხვა მისამართი ექნება.
სოსო
15:10 25-01-2019
0
აპაპაპააააა აქოთდა, აქოთდა
beso
16:08 25-01-2019
0

სიახლეები პოპულარული