გენო პეტრიაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ფინალში გენო პეტრიაშვილი (+125 კგ) ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან 0:11 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პეტრიაშვილმა ფინალამდე ბალი სოუს (კამერუნი), დაღესტნელ აბდულა კურბანოვს, რობერტ ბარანს (პოლონეთი) და მეისონ პარისს (აშშ) სძლია და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ფინალში გავიდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ვიდეო: Silk Sport


altგამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

altგენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის
ფინალშია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
გენოსაც ისე მოექცნენ მსაჯები როგორც ბექაურს და სულამანიძეს.სუფთა მოგება წაართვეს პირველივე სეტში.მიწვდენით ვერ მიწვდებიან და ქვემოთ ეჩალიჩნონ სპარსელები გენოს,იქნებ მოსჭამონ სამში გრძელი
ჯუდო
14:15 11-08-2024
1
გენო, ჭიდაობა თუ მოგწყინდა დიდებულად შეცვლიდი რაგბის საქართველოს ნაკრებში გორგოძეს. ფეხში შესვლა შენ არ შეგეშლება და შერკინებაში მიწოლაშიდაც ვერავინ გაჯობებს. უფრო სერიოზულად, რომ ვთქვათ აუცილებელია ოლიმპიადისთვის საზღვარგარეთ იმ ქვეყანაში მომზადება, სადაც ძლიერი მძიმეები ყავთ. მე არ ვიცი საქართველოსში გენო ვისთან ვარჯიშობს. ან შეიძლება აქ მოვიწვიოთ რამდენიმე მძიმეწონოსანი. ერთი სიტყვით რაღაც არის მოსაფიქრებელი.
ჟორა გაბრიჭიძე
19:36 22-10-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული