გენო პეტრიაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ფინალში გენო პეტრიაშვილი (+125 კგ) ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან 0:11 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პეტრიაშვილმა ფინალამდე ბალი სოუს (კამერუნი), დაღესტნელ აბდულა კურბანოვს, რობერტ ბარანს (პოლონეთი) და მეისონ პარისს (აშშ) სძლია და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ფინალში გავიდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ვიდეო: Silk Sport


altგამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

altგენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის
ფინალშია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
გენოს პრობლემა ისაა რომ პირადი მწვრთნელი აღარ ჰყავს. სანამ სხირელი ჰყავდა მანამდე იგებდა. მან იცოდა მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. 2021-ის იანვარში გარდაიცვალა ცხონებული და მას შემდეგ მორჩა გენოს ოქროს მედლებიც. ასე რომ ტყუულად ლანძღავთ. მწვრთნელი არ ჰყავს კარგი. მწვრთნელობა მარტო ის არ არის, მიდი მიდი უძახო. პრაქტიკულად მარტო აღწევს რასაც აღწევს
დააკლდა მწვრთნელი
01:11 18-09-2023
3
საზიზღრად იჭიდავა(ამას თუ ჭიდაობა ერქვა).ამაზრზენი იყო მისი საქციელი(სილის გარტყმას ვგულისხმობ). მაინტერესებს, რას იტყოდა გენოს გულშემატკივარი, იგივე, რომ ზარეს გაეკეთებინა?
დიმა
07:11 18-09-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული