ქართველი ფალავნის მეტოქე 1/8-ფინალში უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი იყო, რომელიც პეტრიაშვილმა პრობლემების გარეშე, 11:0 დაამარცხა.
მეოთხედფინალში გენოს მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იყო. პეტრიაშვილმა მოწინააღმდეგეს 9:2 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
გენოს მეტოქე 1/2-ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი იქნება. დღევანდელი დღის ფინალური ბლოკი ჭიდაობაში 20:30 საათიდან დაიწყება.