ვფიქრობთ, ქართული ძიუდოს აზიელი, უფრო კონკრეტულად კი, იაპონელ-კორეელი მწვრთნელი ჰაერივით სჭირდება
კორეელი მწვრთნელი, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი-იონ ჯეონი უკვე თბილისშია. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოს ნაკრების კონსულტანტადაა მოწვეული და ახლა პირობებზე მოსალაპარაკებლად გვესტუმრა.

კორეელი გუშინ, გამთენიისას ჩამოფრინდა და საღამოს უკვე დაათვალიერა ძიუდოს აკადემია, ნაკრების სავარჯიშო პირობები, შეხვდა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას, თუმცა თანამშრომლობის დეტალებზე ჯერ ოფიციალურად არ უსაუბრიათ. კორეელი დღეს საღამოს ძიუდოს აკადემიაში მთავარი ნაკრების ვარჯიშს დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ჯეონი მწვრთნელ-კონსულტანტადაა მოწვეული, თუმცა, უშუალოდ რა ტიპის სამუშაოს შეასრულებს, ანუ რას გააკეთებს ნაკრებისთვის, რა ფორმით და რა დოზით დაეხმარება მას, სწორედ ეს დეტალები გაირკვევა მოლაპარაკებისას. ასევე გადაწყდება, რა დროს გაატარებს ის საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ ჯეონი 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონია, მსოფლიოს პირველობა კი ზედიზედ სამჯერ - 1993, 1995 და 1997 წლებში მოიგო, რაკიღა მაშინ ეს ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. ამასთან, 1995 წელს აზიის ჩემპიონიც გახდა, გაუმარჯვია არაერთ პირველხარისხოვან ტურნირზე.

იმედია, ის დიდ დროს დაუთმობს საქართველოს ნაკრებს, ზოგადად - ქართულ ძიუდოს. მით უფრო, სამწვრთნელო-სააღმზრდელო კუთხითაც დიდი გამოცდილება გააჩნია და ამჟამად საერთაშორისო ფედერაციაში სწორედ ამ კუთხით მუშაობს. თუმცა, შესაძლოა, ქართულ მხარესთან ფართომასშტაბიან თანამშრომლობაში ზუსტად ეს ფაქტორი იქცეს შემაფერხებლად - არა გვგონია, კორეელმა საერთაშორისო ფედერაციაში მუშაობა დათმოს და მთლიანად საქართველოში გადმობარგდეს, ხოლო ქართული მხარე მას იმდენს ვერ შესთავაზებს, ამ ნაბიჯის გადადგმაზე დაითანხმოს.

არადა, ვგონებთ, საქართველოს ნაკრებს, ქართული ძიუდოს აზიელი, უფრო კონკრეტულად კი, იაპონელ-კორეელი მწვრთნელი ჰაერივით სჭირდება. გაცილებით მეტად, ვიდრე, ვთქვათ, ევროპელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ძიუდო. კემპი: ვაჟებმა გეგმები შეცვალეს, ავსტრიაში მხოლოდ ქალები მიდიან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებთან კორეელი ოლიმპიური ჩემპიონი იმუშავებს
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კი-იონ ჯეონის პასუხის მოლოდინშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები აზიურ ტურნეში გაემგზავრა