ირაკლი მეძმარიაშვილი: "მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო ისეთი ლმობიერი, როგორიც აქამდე ვიყავი"
"სილქ სპორტის" კორესპონდენტი სანდრო ცნობილაძე აცხადებს, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატისგან ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.

ამის შესახებ სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილისა და ჟურნალისტების დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრა იყო დახურული და ინფორმაციის გაჟღერების პრეროგატივა იმ ადამიანს აქვს, ვინც დაგეგმა. რაც შეეხება იდეას, ვფიქრობ საჭიროა ასეთი შეხვედრები, არა მარტო იმ კანდიდატისგან, რომელიც "დამარცხდა", არამედ მეორე მხარისგანაც, რადგან ამას გამჭვირვალობის ეფექტი ექნება. შესაბამისად, ადამიანი მეტად იქნება ინფორმირებული. იმ კითხვებზე, რაც მე მქონდა, პასუხები მივიღე", - განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.

შეხვედრით კმაყოფილია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტებთან არაფორმალურ გარემოში დისკუსია მისთვის სასარგებლო და საინტერესო იყო.

მანვე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში ის ოლიპიელებს, სპორტსმენებსა და დელეგატებს ასეთივე ფორმატში შეხვდება.

"აღნიშნულ ფორმატში მედიის წარმოამდგენლებთან გულახდილი საუბარი შედგა. ის, რისი თქმაც ტელეეთერებთან არ შეიძლება ან საჭირო არ არის, დღეს გაჟღერდა. ვთვლი, რომ ეს პირველ რიგში ჩემთვის იყო საინტერესო და სასარგებლო. სასამართლო დავა გრძელდება და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი მწვავე საკითხი განვიხილეთ. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო ისეთი ლმობიერი, როგორიც აქამდე ვიყავი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი მეძმარიაშვილმა.

მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი და გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.

R

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
ოლიმპიური სასამართლო - სკანდალი, რომელმაც შეაზანზარა ქართული სპორტი
სასამართლომ სეოკ-ის საარჩევნო ყრილობის შედეგები გააბათილა
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
ლერი ხაბელოვი: ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
საქალაქო სასამართლო სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა