ხელბურთი. U19. მსოფლიოს ჩემპიონატი
ორიოდე დღეც და თბილისში დამთავრდება 19 წლამდე ხელბურთელთა მე-7 მსოფლიოს ჩემპიონატი. შეჯიბრების სტარტზე ალჟირთან მოპოვებული წარმატების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა დათმო. გუშინ, ბოლო მატჩში მე-19 ადგილისთვის ბრაზილიას დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრები სასტარტო მატჩის შემდეგ ყველა შეხვედრაში ცუდად თუ იბრძოდა, ბრაზილიელები - პირიქით, დღითი დღე აუმჯობესებდნენ თამაშის ხარისხს. მე-2 წუთზე ლაპიაშვილმა გახსნა ანგარიში. მერე ოცი წუთის განმავლობაში თითო ბურთით ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან - მეორე. 23-ე წუთიდან ოკეანისგაღმელებმა ხანდოლიშვილის კარში ზედიზედ ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და საგრძნობლად დაწინაურდნენ, თუმცა ბექა ორჯონიკიძის შეგირდებმა ტაიმის მიწურულს ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირეს - 14:16.

შესვენების შემდეგ ბრაზილიელთა უპირატესობა აშკარა გახდა. ჩემპიონატის ფინიშზე სტუმრებს გამარჯვებისთვის მეტი ენერგია და ჟინი შერჩათ. მათ რიგებში განსაკუთრებით ფრეიტაში გამოირჩა, რომელმაც მასპინძელთა მეკარეს ბადიდან ბურთი 12-ჯერ გამოატანინა. საბოლოოდ ბრაზილიელებმა 32:23 მოიგეს.

"ცხადია, წარმატების მიღწევა გვსურდა, ამიტომ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, - თქვა გიორგი ლაპიაშვილმა, რომელმაც სტუმრებს შვიდი გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. - როგორც ვნახეთ, ამ დონის ტურნირისთვის ეს მომზადება საკმარისი არ აღმოჩნდა. მთავარი მაინც ის არის, რომ დიდი გამოცდილება შევიძინეთ".

U19. მსოფლიოს ჩემპიონატი, XIX ადგილისთვის

საქართველო-ბრაზილია 23:32 (14:16)

საქართველო: ხანდოლიშვილი, რუსტამოვი (1), ბაინაზიშვილი, ვათიაშვილი, ბულბულაშვილი (4), ხარაიშვილი, ყორიაული, ცხოვრებაძე (4), ლაპიაშვილი (7), ტიელიძე (2), გოგავა (4), ფერაძე, დოლმაზაშვილი, იობაშვილი (1).

ბრაზილია: ო. სილვა (1), ბრაგა (3), გ. სილვა (6), ფრეიტაში (12), სოუზა (2), პერეირა, დე სოუზა, ბელანი (1), ალვეში, როდრიგესი, კომერლატო, ლარანჯელო (3), კატარინო (2), დე სანტანა (2), ოლივეირა, ბორგესი.

XXIII ადგილისთვის: ალჟირი-მექსიკა 27:25;

XXI: ბაჰრეინი-არგენტინა 24:25;

XVII (პრეზიდენტის თასი): ნორვეგია-სერბეთი 30:25;

XV: პოლონეთი-ჩილე 33:30;

XIII: ეგვიპტე-სლოვენია 30:35;

XI: კორეა-ტუნისი 34:36;

IX: ისლანდია-გერმანია 26:37.

1/4-ფინალი

შვედეთი-ხორვატია 25:27

პორტუგალია-საფრანგეთი 24:34

იაპონია-ესპანეთი 27:32

დანია-რუსეთი 37:28

1/2-ფინალი

ხორვატია-საფრანგეთი

ესპანეთი-დანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის