‘შავი ლომი’ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) მეორე სეზონს იწყებს, სადაც მისი მეტოქეები ევროპის წამყვანი კლუბები იქნებიან.

ჩელენჯ თასზე ‘შავი ლომის’ დებიუტი გასულ სეზონში შედგა. გუნდმა ოთხიდან ერთი თამაში მოიგო, უელსში ‘სქარლეთსი’ 23:7 დაამარცხა, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ კი მცირე სხვაობისთვის (10:15) ნუგეშ-ქულა ერგო და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი (5 ქულით) დაიკავა.

რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ‘სქარლეთს’ უელსში წელსაც ეწვევიან. ეს 15 დეკემბერს მოხდება, მანამდე კი, 7 დეკემბერს თბილისში, “მიხეილ მესხზე” ფრანგულ ‘ვანს’ 17 საათზე დაუხვდება. ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი შეხვედრა იანვარში გაიმართება. 11-ში თბილისში კიდევ ერთი ფრანგული გუნდი ‘ბაიონა’ ჩამოდის, 19-ში კი ‘ედინბურგს’ შოტლანდიაში ვეთამაშებით.

‘შავმა ლომმა’ მიმდინარე სეზონში უკვე გამართა ოთხი თამაში და რაგბი ევროპის სუპერ თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო. ბოლოს მან 12 ოქტომბერს, “ავჭალაზე” პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ უმასპინძლა და 36:0 დაამარცხა.

იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 7 ცვლილება მოხდა, მათგან 6 შერკინებაში. გუნდს დაუბრუნდა და მესამე ხაზში თამაშს იწყებს სანდრო მამამთავრიშვილი, რომელმაც ნოემბერში ბორჯღალოსნების რიგებშიც ითამაშა. მესამე ხაზში თამაშს იწყებს გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ლუკა ივანიშვილი შერკინების შემკვრელი იქნება.

სრულად შეიცვალა პირველი ხაზი, სადაც თამაშს გამოცდილი ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი იწყებენ. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს ამჟამად მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება.

ერთი ცვლილებაა ხაზში. ცენტრში თამაშს იოანე მეტრეველი იწყებს. ის თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება. ფრთებზე აკა ტაბუცაძესა და სანდრო თოდუას ვიხილავთ, ფულბეკი ლუკა ცირეკიძე იქნება, ღერძზე კი თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი დადგება.

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ირაკლი ქვათაძე, დათო აბდუშელიშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე; მეორე და მესამე ხაზში შესაბამისად დემურ ეფრემიძე და გიორგი სინაურიძე შევლენ; ხაზის მარქაფაში არიან დავით ხუროშვილი, დემურ თაფლაძე და ამირან შვანგირაძე.

2024/25 წლების ჩელენჯ თასი

III ჯგუფი. პირველი რაუნდი

7 დეკემბერი. შაბათი. 17:00

თბილისი. “მიხეილ მესხი”

შავი ლომი (საქართველო) - ვანი (საფრანგეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.

Rugby.ge

სოსო
სამწუხაროდ,პოსტები ისევ იბლოკება,გუშინ ვერაფრით შემოვედი.გუშინ ანტირობოტს,ჩემ ადამიანობაში,ისევ ეჭვი შეეპარა. გამარჯვებას ვუსურვებ,ჩვენ ბიჭებს.
ქორ-პარიკმახერი
მეტი უნდა წეროთ ამ თემაზე, რომ ხალხმა ყურადღება მიაქციოს და გულშემატკივარი მივიდეს საქომანოდ. დავიჯერო ეს თემა თითიდან გამოწოვილ და გადმოთრანსლეითებულ ჭორებზე ნაკლებად საინტერესო იქნება ? ვანდა ნარაზე და ნეიმარის გართობაზე წერას ჩვენი ბიჭების თამაშები რომ გააპიაროთ უკეთესი არ იქნება?
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | პირველი სასელექციო თამაში "შავი ლომის" გამარჯვებით დასრულდა
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია