"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფ 20 წლის მეკარე აარონ იაკობიშვილს, რომელსაც უნგრეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს, 5 ივნისს უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

ის ფინეთთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ 1 გოლი გაუშვა, არაერთი ბრწყინვალე ბურთიც მოიგერია.

იაკობიშვილმა ამ მატჩში რეკორდიც დაამყარა და ის უნგრეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალგაზრდა კიპერი "ბარსელონას" წევრია, თუმცა გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ის ბინადარ "ანდორაში" იყო განათხოვრებული.

მოსალოდნელია, რომ კატალონიური გრანდი მას სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპზე წაიყვანს, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციის გამო, კიდევ 1 წლით რომელიმე კლუბში გაუშვებს.

შეხსენებისთვის, აარონს ძმა ანტალიც ჰყავს, რომელიც "ჟირონას" წევრია, თუმცა განათხოვრებით გასულ სეზონში "ტენერიფეში" ირჯებოდა. ფეხბურთელები თავად უნგრეთში დაიბადნენ, მამა საქართველოში, დედა კი უნგრელია.

სათქმელია ისიც, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში უნგრეთი საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეა.

პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის