20 მარტი - ეს თარიღი ნამდვილად შევა ქართული კალათბურთისა და საერთოდ, სპორტის ისტორიაში
"20 მარტი - ეს თარიღი ნამდვილად შევა ქართული კალათბურთისა და საერთოდ, სპორტის ისტორიაში.

საქმე ის არის, რომ ამ დღეს მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა სასახლეში შედგა საქართველოს ნაკრების მწვრთნელების და მოთამაშეების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (სკფ) პრეზიდენტი ალეკო ჩხეიძე, ვიცე-პრეზიდენტი როლანდ ხომერიკი, ოთარ ქორქია და სხვები.

ბევრი ითქვა ამ ისტორიული ფაქტის მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ ეროვნული ნაკრები, ფაქტობრივად, პირველად შეიქმნა და ეს იქნება გუნდი, რომელიც პირველად დაიცავს საქართველოს ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება გუნდის ძალასა და პერსპექტივებს..." - წერია 21 მარტით დათარიღებულ გაზეთ "ყველა ვარსკვლავში".

ვახტანგ ნაცვლიშვილს მოვუსმინოთ:

- მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ვერ ვაცნობიერებდით, რომ ახალი ეპოქის დაწყების თანამონაწილენი ვიყავით. თუ მანამდე ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და სხვები საბჭოეთის ფარგლებში ქმნიდნენ ისტორიას, 1994 წლიდან მათ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით უნდა ეთამაშათ...

დღეს მეამაყება, რომ იმ ისტორიული შეხვედრის მონაწილე ვიყავი. კარგად მახსოვს, ჩვენს პასუხისმგებლობაზე როგორ ილაპარაკა ლეგენდარულმა ოთარ ქორქიამ... სიმბოლურია, რომ ბატონი ოთარი საბჭოთა ნაკრების შექმნის სათავეებთანაც იდგა: სსრკ ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1947 წელს გამოჩნდა და ოთარ ქორქიას შეწევნით (ფინალში ჩეხოსლოვაკიას 23 ქულა ჩაუგდო) ოქრო მოიპოვა.

საბჭოელებმა 1951 წელსაც იგივე გაიმეორეს, ხოლო ოლიმპიადაზე პირველად 1952 წელს იასპარეზეს. ბატონმა ოთარმა გუნდი ოლიმპიადის ფინალში გაიყვანა, სადაც ცალი ხელით (ტრავმა ჰქონდა) ებრძოლა ამერიკელებს...

ვინც მოიგებს, იმისია...

20 მარტის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გუნდის უფროსად ჯამლეტ ხუხაშვილი იმუშავებდა, ხოლო მთავარ მწვრთნელად...

- ნაკრებს ის გაწვრთნიდა, ვინც ჩემპიონატს მოიგებდა, ხოლო ასისტენტად ფინალში დამარცხებული კლუბის თავკაცი იმუშავებდა. ასე გადაწყვიტეს სპორტის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა კახი ასათიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ალეკო ჩხეიძემ, - ამბობს ჯამლეტ ხუხაშვილი.

III ჩემპიონატის ფინალი ორ მოგებამდე იყო. სერიის პირველი მატჩი "ვითამ" "თბილისთან" 77:74 მოიგო. განმეორებითში 76:80 დათმო, თუმცა მესამეში ასევე ოთხი ქულით იმარჯვა (78:74) და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა.

"ვითას" ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა, ხოლო "თბილისს" - ნოდარ ქორქია.

- მე და ბესო ერთად ჩავუდექით ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რთულ პირობებში გვიხდებოდა. დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და ჩვენი მწვრთნელობის ბოლომდე არ ყოფილა საუბარი ერთის წასვლასა და მეორის დარჩენაზე. ერთად დავიწყეთ და 1997 წელს ნაკრებიც ერთად დავტოვეთ, - აცხადებს ნოდარ ქორქია.

ლურჯები VS წითლები

მწვრთნელები სანაკრებო საქმიანობას ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუდგნენ - მაისის ბოლოს პირველობის საუკეთესო კალათბურთელები შეკრიბეს...

- ჩემპიონატში მოთამაშეებისგან ორი გუნდი შეიკრიბა. ამიტომ ორად გავიყავით და პირველი სანაკრებო მატჩიც ერთმანეთში ვითამაშეთ. სწორედ იმ შეხვედრის შემდეგ უნდა შერჩეულიყო ბირთვი ეროვნული გუნდისთვის. ერთ გუნდს "ვითას" წითელი ფორმა ეცვა, მეორეს - ლურჯი.

მე წითლებში მოვხვდი და ისიც მახსოვს, რომ ის მატჩი ჩვენ მოვიგეთ, - მოგვითხრობს ვახტანგ ნაცვლიშვილი, თუმცა ზუსტ ანგარიშს ვერ იხსენებს.

სამწუხაროდ, 90-იანი წლების დასაწყისში არაოფიციალური მატჩების ანგარიშები არც წერილობითი სახით შემონახულა და არც მონაწილეებს ახსოვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩვენ და ევრობასკეტი: თხუთმეტი ოქრო

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის