"კარდიფთან” პეტრ ჩეხმა პრემიერლიგაში მე-300 თამაში ჩაატარა
სტივენ ჯერარდის მე-100 გოლის გარდა, უქმეებზე ინგლისში ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა კიდევ მოხდა: "კარდიფთან” შეხვედრაში პეტრ ჩეხმა თავისი მე-300 თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში.

აქედან მან 145-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა; გაიმარჯვა 64.7% შემთხვევაში; გოლს საშუალოდ 0.73 თამაშში ერთხელ უშვებდა. 31 წლის მეკარეს ძალიან უნდოდა, საიუბილეო შეხვედრა უგოლოდ ჩაეტარებინა, თუმცა მცველების მიერ დაშვებული ბრიყვული შეცდომის გამო მთელი იმედები მე-10 წუთზე წყალში ჩაეყარა.

პეტრს თანაგუნდელებმა ბოლომდე აღარ გაუტეხეს ხათრი და საბოლოოდ 4:1 იმარჯვეს. ჩეხი თამაშის დასრულების შემდეგ მაინც კმაყოფილი ჩანდა. მან მარშალისა და ეტო'ოს მომენტიც შეაფასა, რამაც მასმედიას სერიოზული თემა მისცა განსასჯელად. შეგახსენებთ, რომ კამერუნელმა უელსელთა გოლკიპერს ბურთზე ფეხი მაშინ წაურტყა, როცა ის თამაშში შეყვანას აპირებდა.

- როცა "ჩელსიში” მოვდიოდი სათამაშოდ, მაშინ ჩემი უპირველესი ამოცანა ძირითადში ადგილის დამკვიდრება იყო. 300 თამაშის ჩატარება კი, ცხადია, უდიდესი პატივია. სამომავლოდაც ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუკი საქმეს ამავე სტანდარტებით მივუდგები, კიდევ უფრო მეტის მიღწევას შევძლებ.

"კარდიფთან” მოგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინა სანაკრებო შეხვედრების შემდეგ "ევერტონთან” დავმარცხდით. ზოგი წინასწარ ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონატის პერიპეტიებზე, ზოგი ნერვიულობს, რომ იქ წასვლა არ მოუწევს. ერთი სიტყვით, ბოლომდე კონცენტრაცია ჭირს.

შაბათსაც ნაწილობრივ ასე იყო, მაგრამ მერე ძალები მოვიკრიბეთ და გავიმარჯვეთ. არადა, მეტოქეს ორი შესანიშნავი შანსი ჰქონდა გასატანად. მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარჯზე ნამდვილად დავიმსახურეთ სამი ქულა.

როცა მეკარე მოძრაობით გვარწმუნებს, რომ ბურთის თამაშში შეყვანა უნდა, მას არავინ გაეკარება. თუკი ხელით აპირებს ბურთის თამაშში დაბრუნებას, ესეც გასაგებია, მაგრამ ბურთის ასე ტარება, მარტო იმიტომ, რომ ის შენს ხელშია... არ ვიცი.

აღნიშნულ მომენტში მსაჯს თავად უნდა განესაზღვრა, რას აპირებდა მარშალი. რაც უნდა იყოს, ნამდვილად უჩვეულო მომენტი იყო. ვერც კი ვიხსენებ, ბოლოს როდის ვნახე მსგავსი რამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტური: მეცამეტე კაცი პრემიერლიგაში [VIDEO]

არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ეტო'ოს ხუმრობამ შესაძლოა გულშემატკივრების ბრაზი გამოიწვიოს
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
ერთ დროს სერ ალექსიც იწყებდა: ათი საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელი
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
მათ "სამეფო კლუბის" შანსი ვერ გამოიყენეს...
გაბრიელ პალეტა "სამპდორიას" უახლოვდება
ფრაზები: ფორმულა 1 იტალიაში წელიწადში ერთხელაა
პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა
სერია A. XXVI ტური: სამუელ ეტოოს პირველი გოლი გენუაში [VIDEO]
ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა
ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
სავარაუდო ტრანსფერი: ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედში"
პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს
ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
ეტოომ "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ "ბარსას" ფეხბურთელები შეაგულიანა
ჟოზე ლუი ვან მოურინიო: "იუნაიტედის" მწვრთნელი უკვე ქილიკის საგნად იქცა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს