ახალი წლის წინა დღეებში, 27-29 დეკემბერს სალონიკმა უზბეკურ ეროვნულ ჭიდაობა კურაშში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა
ახალი წლის წინა დღეებში, 27-29 დეკემბერს სალონიკმა უზბეკურ ეროვნულ ჭიდაობა კურაშში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეს ტურნირი, ტრადიციულად, ერთდროულად ჩატარდა ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის, რომელშიც 12 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი გამოდიოდა.

მათ შორის - საქართველოს დელეგაციაც, რომელიც საახალწლოდ სამშობლოში ხელხვავრიელი მონაგარით, 10 მედლით დაბრუნდა. აქედან 7 ოქროა, 1 - ვერცხლი და 2 - ბრინჯაო. ახალგაზრდების წილად 2 ოქრო მოდის, დანარჩენი კი უფროსთა ჯილდოებია.

ჩვენი გუნდიდან გამოსარჩევია ლევან მაჭარაშვილის (100) გამოსვლა, რომელმაც პირველ დღეს ახალგაზრდებში იჭიდავა და პირველობა არავის დაუთმო, მეორე დღეს კი უფროსთა ტურნირში ჩაება და ბრინჯაოს დაეუფლა.

ამის მიუხედავად, ამ წონაში ოქრო მაინც ჩვენ დაგვრჩა - თბილისელმა თედო აბელაშვილმა გაიმარჯვა. დიდებში ჩვენებმა განსაკუთრებით 66 კილოგრამში იყოჩაღეს, სადაც ქართული ფინალი გაიმართა - თიანეთელმა ნოდარ ცალუღელაშვილმა ლაგოდეხელი გიორგი ტყემალაძე დაამარცხა.

ცალუღელაშვილის და აბელაშვილის გარდა, უფროსთა შორის ჩემპიონები ლაგოდეხელი ალექსანდრე ნანიევი (73), თიანეთელი გიორგი ბიჩელაშვილი (81) და კასპელი გიორგი იაძე (90) გახდნენ.

მაჭარაშვილის გარდა, კიდევ ერთი ბრინჯაო ლაგოდეხელმა ბექა კაპანაძემ (81) მოიპოვა.

ახალგაზრდებში მეორე ოქროს მცხეთელი დავით ბედოშვილი (66) დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში სულ 3 მონაწილე გვყავდა და ორი ჩემპიონი გაგვიხდა.

მონაწილეთა ნაწილი საბერძნეთში პირადი ხარჯით იყო წასული, ნაწილი კი საკუთარმა რაიონებმა დააფინანსეს. ამ მხრივ თავი უფრო მეტად ლაგოდეხმა გამოიჩინა, რომელიც ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ყველას რაიონმა გადაუხადა თანხა.

ერთი სპორტსმენი დააფინანსა თიანეთმა, იაძე (ეს სამბისტთა ყოფილი მთავარი მწვრთნელის - ოლეგ იაძის შვილია) და საქართველოს კურაშის ფედერაციის პრეზიდენტი ამირან ობგაიძე კი საერთაშორისო ფედერაციამ მიიწვია.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აზიური უზბეკეთი ახერხებს, თავის ნაციონალურ ჭიდაობას ისეთი რეკლამა გაუკეთოს, არათუ მსოფლიოს ჩემპიონატს, ევროპის პირველობასაც კი ატარებს, ჩვენ რაღა დაგვემართა, ქართულ ჭიდაობას თანდათან რომ ვკარგავთ და ვერაფერს ვშველით?!

ბუნებრივია, არსებობს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, რომელიც ატარებს ტურნირებს, მაგრამ ეროვნული საუნჯე სოფლებში, რეგიონებში მაინც იკარგება. მისგან ოლიმპიური საჭიდაო სახეობები ვეღარ იღებს შევსებას. პირიქით - ქართული ჭიდაობის ტურნირებს უკვე ძიუდო, სამბო და თავისუფალი ჭიდაობა აწვდიან ინიექციას სპორტსმენებით.

იმ შეჯიბრებებში ხომ, ძირითადად, ამათი წარმომადგენლები ჭიდაობენ, რის გამოც ქართული ჭიდაობა კარგავს თავის სახეს და ზემოჩამოთვლილ ოლიმპიურ სახეობებს ემსგავსება. არადა, ადრე, როცა იმათ აძლევდა შევსებას, პირიქით იყო - "ქართულიდან" წასულებს იმ ჭიდაობებში შეჰქონდათ ქართული სტილი, რაც საერთაშორისო არენაზე - ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე ჩვენი ფალავნების წარმატების საფუძველი ხდებოდა.

რედაქციისაგან: ვისაც წამოჭრილი პრობლემის მოგვარება ეხება, ვთხოვთ, ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გადაიკითხოს "ლელოს" 2014 წლის 16 დეკემბრის ნომერში განმეორებით გამოქვეყნებული ვახტანგ ბალავაძის წერილი - "გზა მშვიდობისა, ჩვენო მადლიანო ქართულო!" რომელიც პირველად ჯერ კიდევ 25 წლის წინათ იხილა "ლელოს" მკითხველმა და იმედიც მიეცა, საქმე დაიძრებოდა, მაგრამ, ხომ ხედავთ, ყველა ჩვენ გვჯობნის ეროვნულ საქმეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
"ბაიერნთან" მომავალი მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა
ლევან მაჭარაშვილმა "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ლევან მაჭარაშვილმა სომხეთის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა
ლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]
ლევან მაჭარაშვილმა ლიეტუვის ჩემპიონატის პირველ ტურში "შტუმბრასს" გამარჯვება მოუპოვა
თედორე აბელაშვილი - პატრიარქის ხელდასხმული ფალავანი