დღეს ლონდონში, "ოლიმპიურ" სტადიონზე, მსოფლიოს თასის მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართება
დღეს ლონდონში, "ოლიმპიურ" სტადიონზე მსოფლიოს თასის მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 24:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

"ბოკე" მსოფლიოს თასის გათამაშების ორგზის გამარჯვებულია, არგენტინელთა მონაგარი კი მხოლოდ ბრინჯაოს მედლებია 2007 წლის მსოფლიოს თასზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.

"პუმებს" მიღწეულის გამეორება შეუძლიათ. ნახევარფინალში ავსტრალიის ნაკრებთან მარცხი არგენტინელებმა მწვავედ განიცადეს, რადგან შესანიშნავი შანსი დაკარგეს, პირველად არგენტინული რაგბის ისტორიაში, ფინალში გაეღწიათ. ცხადია, ასეთი დასანანი წაგების შემდეგ გუნდის მოთამაშეებისთვის მოტივაციის დაბრუნება ძნელია, თუმცა მწვრთნელ დანიელ ურკადს საამისოდ დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.

არგენტინის ნაკრებს შანსი აქვს, თავისი საუკეთესო მიღწევა გაიმეოროს. "პუმები" მიმდინარე მსოფლიოს თასზე შესანიშნავად გამოიყურებიან და თუ ისინი ამას შეძლებენ, ნამდვილად არავის გაუკვირდება.

ურკადმა შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა. ის იძულებული გახდა, შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განეხორციელებინა - აქედან ოთხი შერკინებაში და ხუთი უკანა ხაზში. ყველაზე დიდი დანაკლისი არგენტინელებისთვის ხუან მარტინ ერნანდსის, ხუან იმჰოფისა და გუნდის კაპიტან ავგუსტინ კრევის არყოფნა იქნება.

ძალიან ძნელი იქნება ნახევარფინალში წაგების შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბეების საბრძოლველად განწყობა. "ბოკესთვის" მესამე ადგილისთვის თამაში პრესტიჟული არაა. სწორედ ამიტომ თქვა ახალი ზელანდიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ სამხრეთაფრიკელთა თავკაცმა ჰაინკე მეირემა - ეს თამაში (მესამე ადგილისთვის მატჩი) სრულიად უსარგებლოაო.

მიუხედავად ამისა, "ბოკეს" მაინც გამარჯვება მართებს, რადგან მარცხის შემთხვევაში, შესაძლებელია მეიერი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. არადა, მას სურს, სამხრეთ აფრიკის ამ ახალგაზრდა ნაკრებთან კიდევ ოთხი წელიწადი იმუშაოს.

"ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა ეს სეზონი ჩვენი ქომაგებისთვის მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ.

არგენტინის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენ გამოცდილი გვაქვს, რამდენად ძნელია მათ წინააღმდეგ თამაში. ჩვენს მორაგბეებს ესმით, რომ ბოლო ძალები უნდა მოიკრიბონ, ყველაფერი დაივიწყონ და სეზონი გამარჯვებით დავასრულოთ", - თქვა ჰაინკე მეიერმა.

"ბოკეს" შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. მეორე ხაზში ლუდ დე იაგერის ადგილი ვეტერანმა ვიქტორ მეტფილდმა დაიკავა. ცხრა ნომრის პოზიციაზე ფური დუ პრის რუან პინარი შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ წლეულს ოთხი ერის გათამაშებაში არგენტინის ნაკრებმა "ბოკეს" სტუმრად, დურბანში 37:25 სძლია.

არგენტინა-სამხ. აფრიკა

არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. ორასიო აგუჯა, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ჯულიან მონტონია, 3. რამირო ერერა, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. ხავიერ ორტეგა დესიო, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ხუან მარტინ ლეგუსამონი.

16. ლუკას ნოგიერა, 17. ხუან პაბლო ორლანდი, 18. ხუან ფიგაჯო, 19. გვიდო პეტი, 20. ფაკუნდო ისა, 21. მარტინ ლანდახო, 22. სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, 23. ხუან პაბლო სოსინო.

სამხ. აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჯესი კრილი, 12. დამიენ და ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ანდრე პოლარდი, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ესტებესი, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბურხერი, 8. დუეინ ვერმულენი.

16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დუ პლესი, 19. ლუდოვიკ დე იაგერი, 20. ვილემ ალბერტსი, 21. რუდი პეიჯი, 22. პატრიკ ლამბიე, 23. იან სერფონტეინი.

მსაჯი: ჯონ ლესი (ირლანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ