ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რა მოხდა ტრაბზონში? ზარი სოლიდური რუსული კლუბიდან - შოთა "ლელოს" სტუმარია

რა მოხდა ტრაბზონში? ზარი სოლიდური რუსული კლუბიდან - შოთა "ლელოს" სტუმარია

"ჩვენი ფონდიდან 2 მილიონი ლარია უკვე დახარჯული. შეგვეძლო, სახლში წაგვეღო ეს ფული..."
შოთა არველაძე ახლა თავისუფალია და ისვენებს. 42 წლის მწვრთნელი ცოტა ხნის წინათ დაშორდა "ტრაბზონსფორს". გუშინ ის "ლელოში" ვისტუმრეთ და ვფიქრობთ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა...

რატომ წამოვედი...

- შოთა, შეაფასეთ "ტრაბზონსფორის" მწვრთნელის რანგში გატარებული პერიოდი...

- სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივედი "ტრაბზონსფორში". დროის დეფიციტი იყო, მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ ასეთი არჩევანი უნდა გამეკეთებინა. გუნდში 47 ფეხბურთელი დამხვდა. შევკვეცე შემადგენლობა 22 კაცამდე. ამ დროს ყოველთვის არის უკმაყოფილების მომენტი. ვიღაცას შეიძლება წამითაც არ უთამაშია, მაგრამ ახალი სეზონი იწყება და იმედი აქვს, ითამაშებს. შეკრებაზე ვერ წავიდოდი ამდენი ფეხბურთელით. დაამატეთ ამას ისიც, რომ იმ დროისთვის დაშავებულნი იყვნენ ბოსინგვა და კარდოსო. 14 თუ 16 ფეხბურთელი გავუშვით გუნდიდან.

გინდა თუ არა, ასეთ დროს ყალიბდება გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია. ამას გარდა, ბოლო 4 თვის განმავლობაში არ იყო ხელფასები... ვიღაცამ, ალბათ, იფიქრა - 2 მილიონი მაქვს ამ ფეხბურთელში გადახდილი და ამას როგორ არ ათამაშებთო?!. მთავარი მაინც ის იყო, რომ "ტრაბზონსფორში" რამდენიმე აზრი ეჭიდავებოდა ერთმანეთს. თუნდაც მმართველი კომიტეტის, გულშემატკივრების, ხელმძღვანელობის... ევროპის ლიგაზე "რაბოტნიჩკისთან" იმიტომ ჩაგვივარდა თამაში, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად...

მოკლედ, ცუდი პერიოდი დაემთხვა... თუნდაც, მსაჯების მიერ დაშვებული არანორმალური შეცდომები ავიღოთ - აქეთ დებდნენ ყველა საეჭვო პენალტს, "ოფსაიდს", იქით - არა. თან პენალტებიც გავაფუჭეთ.

- შორს ვართ ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ მაინც რა ხდებოდა გუნდის შიგნით? ხომ არ იყო თამაშის შეგნებულად ჩაგდების მომენტი? მეტადრე მას მერე, რაც გუნდის ძირითადი მეკარე არ დააყენეთ?

- არა, არანაირი შეთქმულება. არ ჩამითვალოთ გადაჭარბებად, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ძალიან დიდი ნდობით ვსარგებლობდი "ტრაბზონსფორში". ეს ეხებათ, უპირველეს ყოვლისა, ქომაგებს.

- რთულია თურქეთში მუშაობა?

- თუ "ტრაბზონსფორს" არ ჩავთვლით. 3-3 წელი ვიმუშავე "ქაისერისფორსა" და "ქასიმფაშაში". ანუ, ჯამში - 6 წელიწადი. დამიჯერეთ, ეს ხშირად არ ხდება. იქ ძალიან მალე იცვლებიან მწვრთნელები.

- თურქულ პრესაში დაიწერა, შოთა არველაძემ "ტრაბზონსფორის" ყოფილ პრეზიდენტთან ივახშმა და ამან კლუბის დღევანდელი მესვეურები გაანაწყენაო...

- იმ კაცთან, "ტრაბზონის" ყოფილ პრეზიდენტთან, დიდი ხანია კარგი ურთიერთობა მაქვს. 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, საზღვარზე დამხვდა, ოჯახი თურქეთში რომ გადამეყვანა...

მე არ წავედი ვახშამზე. არაფერი ისეთი, უბრალოდ, "ტრაბზონის" ხელმძღვანელობას გავუწიე ანგარიში. აჩი და მამაჩემი საჭმელს ვისთან შეჭამენ, ეს მათი საქმეა...

ისე, "ტრაბზონში" სულ ასე იყო - მე უნდა გამეცა ენერგია. განსაკუთებით მომთხოვნი ქომაგები არიან. 5 ტურის მერე პირველ ადგილზე ვიყავით. ფრე ვითამაშეთ. გადაირივნენ გულშემატკივრები, ჩვენს ავტობუსს ქვები დაუშინეს... ჩავედი, რა ხდება-მეთქი? მეო, ერთმა მითხრა, ერთ-ერთი კარის უკან რომ ქომაგების დაჯგუფებაა, იმის ხელმძღვანელი ვარო. ვუთხარი - მე კი მწვრთნელი ვარ და ორივე კარს უკან მსხდომი გულშემატკივრები ძალიან მჭირდება-მეთქი. ასეთი სიტუაცია იყო.

ყველა ჩხუბობს, ყველა ერთმანეთს უღრენს

- არსებობს საყოველთაო აზრი, რომ შოთა არველაძე, კარიერის ყველა ეტაპზე, ყოველთვის სწორ ნაბიჯს დგამდა. დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ მიგაჩნიათ, რომ "ტრაბზონსფორში" მისვლა შეცდომა იყო? ეს არ არის რიგითი კლუბი თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ პასუხისმგებლობის თამასა ძალიან მაღლა იყო აწეული...

- ეტყობა, ეს ეტაპიც უნდა გამევლო. თან კიდევ, როცა მივიღე შემოთავაზება, თავისუფალი ვიყავი. უბრალოდ, სპეციფიკური ქალაქია ტრაბზონი. პატარაა, ყველა ყველას იცნობს. ქორწილში ან პანაშვიდზე რომ მიხვალ და ათასი ნაცნობი შეგხვდება, დაახლოებით ისეა. მაგრამ იმ წლებთან შედარებით, მე და აჩი რომ ვთამაშობდით, ხალხი დღეს თითქოს ნაკლებადაა ბედნიერი. მიკვირს, რატომ არის ასე. ცხოვრება წინ წავიდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა... ზღვის მხარეს არაფერი არ იყო მაშინ, ახლა ბევრი რამეა აშენებული...

ბევრ ინტრიგას შევეჩეხე. ყველა ჩხუბობს, ყველა ერთმანეთს უღრენს... მოკლედ, საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა.

- რა მოგცათ "ტრაბზონსფორში" გატარებულმა თუნდაც ამ მცირე დრომ, როგორც მწვრთნელს?

- რაღაც გამოცდილება მაინც შევიძინე. ბოლოს ისე იყო, რომ საშინაო მატჩებში გაცილებით გვიჭირდა, ვიდრე სტუმრად...

- "ქაისერსა" და "ქასიმფაშაში" როგორ იყო?

- ესენი მაინც პატარა გუნდები არიან, "ტრაბზონსფორი" სულ სხვა გაქანებაა. "ქასიმფაშასა" თუ "ქაისერის" მატჩებზე 3-4 ათასი კაცი თუ მოდის, ტრაბზონში თამაშს ხანდახან 25 ათასი ქომაგიც შეიძლება დაესწროს...

ზარი რუსეთიდან

- ახლა თავისუფალი ხართ. შეთავაზებები თუ გაქვთ?

- არის წინადადებები. გუშინ სოლიდური რუსული კლუბიდან დამირეკეს....

- მოსკოვის "დინამოდან" ხომ არა?

- მოდით, არ გვინდა დაკონკრეტება...

- ისე, რუსეთში იმუშავებდით?

- ვერ ვიტყვი, რომ იქაურ პრემიერლიგას კარგად ვიცნობ. მხოლოდ იმ შთაბეჭდილებებით შემოვიფარგლები, რაც ფეხბურთელობისას მქონდა მათი გუნდების წინააღმდეგ თამაშისას და მერეც, როცა რუსულ კლუბში მოთამაშე ამა თუ იმ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი...

საერთო დონე მაღალია და ეს ფაქტია. ორი გუნდი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, თან პირდაპირ ჯგუფში გადიან...

უახლოეს მომავალში ჩემთვის პრიორიტეტულია დასვენება. 18 წლიდან პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დავისვენე. პირველად - ტრავმა რომ მივიღე და 3 თვე მოვუნდი მკურნალობას, მერე - "ქასიმფაშადან" რომ წამოვედი. ერთი რამ მაქვს კიდევ გეგმაში - თბილისში, ჩემს ოჯახში შევხვდე ახალ წელს.

- მაინც როგორი დონის ტურნირია თურქეთის სუპერლიგა?

- მეტი "ფიზიკა" და შედეგისკენ ლტოლვა, ნაკლები ფეხბურთი - მოკლედ ასე დავახასიათებდი. მწვრთნელთა უმრავლესობისთვის მთავარი მიზანი ის არის, არ გაუშვას გოლი. ვერც ვამტყუნებ - რომ გაიხსნა და გაუშვა, მერე გატანა ჭირს. ჯობია, ქულა ხელში დაიჭირო და თუ მოიგებ, კარგი იქნება - დაახლოებით ასეთი მიდგომაა...

- რატომ ჩაიშალა ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონსფორში"?

- "ოლიმპიაკოსმა" ჩაშალა ეს ტრანსფერი. ბოლო დღემდე გააჭიანურეს. მერე ონურთან დაკავშირებული ამბები იყო... "ოლიმპიაკოსი" დიდი კლუბია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ამ შემთხვევაში არაეთიკურად მოიქცა.

საშუალო ფეხბურთელებმა რა ქნან?

- სანამ სხვა თემებს შევეხებოდეთ, სანაკრებო წელიც შევაფასოთ...

- ფეხბურთი ამ ქვეყნის ღვიძლი შვილია და ვერ ვიტყვი, რომ ის მიჩანჩალებს უკან და სხვა სფეროებში მივფრინავთ. სახლის ძაღლიც ძაღლია და ქუჩის ძაღლიც, მთავარია, სწორად მივუდგეთ საკითხს, სწორად გაკეთდეს საქმე... მე რაღაცას ვაკეთებ და შენ მიყურებ, მერე მეშლება რაღაც და მაკრიტიკებ. ასე შორს ვერ წავალთ... მოდი, იმ ჩემს გაკეთებულ საქმეს შენც შემატე ცოტა. ასე არ აჯობებს? ვინც არაფერს აკეთებს, ის არ ცდება.

- ეტყობა პროგრესი საქართველოს ნაკრებს?

- უდავოდ. ჩანს, რომ ახალი მწვრთნელი თამაშის წინ რაღაცას ალაგებს, რაღაცას თვლის... შეტევას და ბურთის ფლობას ვცდილობთ... ადრე ეროვნულ ნაკრებში იყო რაღაც გამონათებები, მაგრამ ასაკობრივები ვერ თამაშობდნენ. ახლა პირიქითაა. აგერ, ალბანეთი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი ტალანტები რაღაც მომენტში ჩერდებიან, ვეღარ პროგრესირებენ. ჩვენ გეგმაზომიერად უნდა ვიაროთ წინ. სულ ვოცნებობ, რომ ბოლომდე "ვიჭიდავოთ" შესარჩევ ციკლში, ბოლომდე გაგრძელდეს მოლოდინი, აჟიოტაჟი... შეიძლება ბოლოს წააგო და ვერ გახვიდე, მაგრამ ეს წაგება არ დაგანგრევს. პირიქით, გაიზრდები და ერთ დღესაც გახვალ ჯგუფიდან...

ჩვენ ცხვირაწეულები გავედით ესტონეთთან სათამაშოდ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, სასიამოვნოც კი იყო. ეტყობა, მოკლე ხანში გუნდმა ირწმუნა თავისი შესაძლებლობების. გამოდის, რაღაც მიზეზი გვქონდა საიმისოდ, რომ ცხვირი აგვეწია - შოტლანდიასთან მოგება, გერმანიასთან კარგი თამაში...

- წეღან თქვით, ქართველი ტალანტები რაღაც მომენტში ზრდას წყვეტენ, ვეღარ პროგრესირებენო. რატომ ხდება ასე?

- მარტივად გეტყვით. პოლონელი, ბოსნიელი, შვედი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უკვე ევროპაშია. ქართული პასპორტით კი ძალიან ჭირს ევროპული კარიერის აწყობა. მაგალითად, ლაშა დვალი - იყო თურქეთში და ეს ტრამპლინად უნდა ქცეულიყო, მაგრამ მერე, მიზეზთა გამო, ლატვიაში დაბრუნება მოუხდა. ახლა ისევ თავიდან დაიწყო. განა, ვინმეზე ნაკლებია დვალი?

თურქებმა ლიმიტი მოხსნეს ლეგიონერებზე. ჩვენთვისაც კარგია ეს. ოთარ გოშაძე წავიყვანე "ქასიმფაშაში". მე უკვე ორი წელიწადია წამოვედი იქიდან, ოთო კი ისევ იქ არის. გამოდის, იმსახურებს იქ ყოფნას... აგერ, გიორგი არაბიძე წავიდა "შახტარში" და ეს ძალიან კარგია. ამ დროს საშუალო ფეხბურთელებმა რა ქნან? გუნდში მათი როლი ხომ უმნიშვნელოვანესია? ბევრი ხომ გვიან იხსნება?

ჩამოვიდა შვედეთის ახალგაზრდული ნაკრები და მოგვიგო. რატომ? შვედი ახალგაზრდა, პირობითად, მიდის ინგლისის ჩემპიონშიფში. მერე იქიდან გადადის ან პრემიერლიგაში, ან ევროპაში. თუ ევროპაში მიდის, თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში... შვედ ბავშვს რომ ეტყვი, შვიდ საათზე დაიძინეო, შვიდის ათ წუთზე უკვე სძინავს, ქართველი ცხრის ნახევარზე ისევ ფეხზეა. ესაა რეალობა...

გადაირია ვან გაალი...

- ნაკრებს დავუბრუნდეთ. უშუალოდ სათამაშო კონცეფციაში რა სიახლეებს ხედავთ?

- თუნდაც, შეტევისკენ სწრაფვა, ბურთის ფლობა... სულაც არ არის აუცილებელი, ორი სათამაშო სისტემა ჰქონდეს გუნდს. მით უმეტეს, თუ საქმე ნაკრებს ეხება. გუნდში ჰარმონიული სიტუაციაა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენჯერმე ნაკრებმა 4-3-3 სქემითაც ითამაშა. საგოლე მომენტები გვექმნება. მთავარია, მომენტი შეიქმნას.

- თქვენი აზრით, სწორი იქნება, რომ ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ეროვნულის სისტემით ითამაშოს?

- მესმის, ეს ყველას ძალიან გვინდა, მაგრამ აქვე კონტრშეკითხვა მაქვს - რამდენია ისეთი მწვრთნელი საქართველოში, რომელსაც პროლიცენზია აქვს? პირობითად ვამბობ. მოხვალ, გაუშვებ ერთ მწვრთნელს, დანიშნავ მეორეს. მერე, იმ მეორის წასვლის დრო რომ მოდის, ისევ იმ მწვრთნელს უბრუნდები, შენ რომ გაუშვი... ასეთია ჩვენი რეალობა...

- იზიარებთ თუ არა აზრს იმის თაობაზე, რომ დღეს ინდივიდუალისტები გვაკლია?

- ვერ გავიზიარებ ამ აზრს. მაშ, ვინ არიან ჭანტურია? ვაკო? ოქრიაშვილი? ყენია?..

- გამტანი ფორვარდის პრობლემას ხედავთ?

- ერთ ამბავს გავიხსენებ. მაშინ ლუის ვან გაალი იყო ჩემი მწვრთნელი. ერთ-ერთი თამაშისას ბევრი მომენტი გავაფუჭე და გადაირია ვან გაალი - რა გჭირსო?! მე კი პირიქით, გამიხარდა - კარგად "წავიკითხე" თამაში, ვაჯობე მცველებს, შემექნა მომენტები... დღეს თუ არა, ხვალ ამ მომენტებსაც გამოიყენებ...

დალაგებულ თამაშში გაცილებით იოლია გოლის გატანა, ესეც ფაქტია. ბოლო დროს საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე კარგი გოლი შეაგდო...

ჰოდა, შეფუთე ეს ყველაფერი კარგად!

- როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა ეროვნულ ჩემპიონატში?

- წინა სეზონის მატჩზე ვიყავი, "დინამო" "ტორპედოს" ხვდებოდა. 3:2 მორჩა. მშვენიერი თამაში იყო, მაგარი გოლებით... იცით, რა აკლდა თამაშს? მხოლოდ მაყურებელი და ღამის განათება. რა არის თბილისისთვის ბრენდი? თამამად ვუპასუხებ - ერთ-ერთი მთავარი ბრენდი არის "დინამო". ჰოდა, შეფუთე ეს ყველაფერი კარგად!.. აკადემიები მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია "დინამოა". ბაზა გარემონტდა... აჩვენე ეს ყველაფერი ხალხს. ევროპაში ახსოვთ და უყვართ "დინამო", დავით ყიფიანი და საშა ჩივაძე ახსოვთ...

- რა არის შოთა არველაძის სამწვრთნელო კრედო?

- შეტევა, ბურთის ფლობა, სანახაობრივი ფეხბურთი... რა თქმა უნდა, არის ისეთი თამაშები, სადაც შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს და მოწინააღმდეგიდან გამომდინარე, სხვანაირად თამაშობ...

- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დღეს შემტევი ფეხბურთი კვლავ დომინანტი ხდება?

- ვერ ვიტყოდი ასე... გააჩნია კლუბს. არ გახსოვთ კაპელო? "რეალში" ტიტულები მოიგო, მაგრამ მაინც გაუშვეს.

- არველაძეების გარეშე ქართული ფეხბურთი რთული წარმოსადგენია. როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ ორომტრიალში?

- არ გვინდა საკითხის ასე დაყენება - ამის გარეშე, იმის გარეშე... მთავარია, საქმე გაკეთდეს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ფონდი. 2 მილიონი ლარია უკვე დახარჯული. შეგვეძლო, სახლში წაგვეღო ეს ფული, ბავშვები იზრდებიან, უცხოეთში სწავლობენ... მაგრამ ამაზე არ არის ახლა ლაპარაკი. რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნები? მთავარია, საქმე აკეთო!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• roma

რომა - რომანოზ შოთამ ქასიმფასადან ერტსეზონში მოუგო გალათასარაის, ბეშიქთასს და ფენერს გადახედე ერტი ეს ვინმეს თუ გაუკეტებია დილეტანტო სანამ რამეს იტყვი ჯერ ისწავლე მაინც

• ზაური შა

ბოდიში რომა თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ შოთის თამაში არ გაქვთ ნანახი ის ევროპული კლასის შემტევი იყო ისეთ გოლს შეაგდებდა დღევანდელები არ იფიქრებენ კარებში დარტყმას გვყოლიაისეთებიც მესხი ყიფიანი ჭკუუასელი მეტრეველი შენგელია და სხვანითქვენ არ იცნობთ

• roma

შოთა არველაძე იყო ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელი და მან სახელი გაუთქვა შვენს ქვეყანას,ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას,მან ასევე დიდი წარმატება მოუტანა იმ კლუბებს,სადაც ის გამოდიოდა,მაგრამ საქართველოსთვის,ან კლუბის და ნაკრების დონეზე მას არავითარი სარგებლობა არ მოუტანია.ახლა,რაც შეეხება მის საწვრთნელო კარიერას;ჯერ-ჯერობით მისი საწვრთნელო კარიერა არის კატასტროფული,არაფრის მომტანი და ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს ნუ ეკითხებით მას და მისნაირებს რჩევებს,რა რჩევა უნდა მიიღოთ შოთასგან,რომლის საწვრთნელო კარიერა კატასტროფულია,რა გვირჩიოს მან,ამ საქმეში მას არავითარი გამოცდილება არ გააჩნია და ეს ფაქტია,ჩვენ გვჭირდება გამარჯვებული მწვრთნელების რჩევები,ბატონი შოთა ისე საუბრობა თითქოს ჩემპიონთა ლიგა ქონდეს რამდენჯერმე მოგებული,როგორც მწვრთნელის მისი მონაგარი 0-ის ტოლია,ასე,რომ წარმატებული ადამიანების რჩევები და აზრებია ჩვენთვის საინტერესო,მაპატიეთ ამ ყველაფერს გულისტკივილით ვამბობ,მაგრამ დღეს ეს რეალობაა,მომავალში ბატონ შოთას წარმატებებს უსურვებ,მაგრამ დღეს მას და ბევრ სხვას არ აქვთ უფლება მოძღვრავდენ ერს,ეს სულ ცოტა ....

• ჯიგრო

სპორტში ველაზე წარმატებული იყო შოთა არველაძე, დღეს კი ზაზა ფაჩულია და მამუკა გორგოძე ასე რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს აქვთ კარგი მაგალითი და მათი გამოცდილება გაითვალისწინონ.

• zuriko

tavidanve vicodi ro mand misvla damgupveli iyo iseti avtoriteti qonda caporxilebas ver apatiebdnen

• Gamityda

Am Adamianis danaxva magrad mixaroda statiis kitxva rom daviwye da is wavikitxe ojaxi rom gamyavdao magrad gamityda gmirobas aravisgan vitxov magram modi when da am .. gamo tavi gawire vali moixade when I samshoblos winashe shemdeg eseni icxovreben in valmoxdilshi tkbilad da kargad,mecodeba chemical xalxi da qveyana radgan farisevlebit aivso aremare

• zuriko

უმაგრესი ადამიანი

• saba

შერცხვენოდა და არ ეღიარებიანა მაინც ქვეყნიდან, რომ გარბოდა...

• kaxeli papa

ამ კაცზე მებრზოლი-არ მახსენდება არავინ, ოგონდ მარტლა ვამბობ! ტუ ასეტი იქნება მწვრტნელიც, როგორიც ფეხბურტელი იყო(ბოლომდე), მე გეუბნებიტ-ყველაფერი გამოუვა! გაიხარე სოტიკო!

• მიროსან

ბრენდობამდე კაი ხანი უკლიათ არველაძეებს, საწყენად არ ვწერ მარა, ქვეყნის ერის ბრენდი და სახელის გამტანი რო იყო მის გარეთ, "ცოტა" მეტი რამაა საჭირო! არ დამავიწყდება, ახლობლებთან ვიყავი სუფრაზე და სიმაღლეზე ჩამოვარდა ლაპარაკი, შვილი ეუბნება მამას, მე შენზე მარალი ვარო. გაეცინა მამას- არა შვილი ჩემზე მაღალი კი არა ჩემზე გრძელი ხარო. სიმაღლეს კიდე სხვა რამეც უნდაო. აი ესეა არველაძეების მიმართებაშიც :-)

• გოგი

კაი კაცი ხარ შოთი,არ დანებდე და ბოლომდე იბრძოლე, ყველაფერთან ერთად ტვინიც გიწობს ხელს დიდი მწვრთნელი გახდე, ისევე როგორც დიდი ფეხბურთელი იყავი

• რეზო

ძმები არველაძეები არის თბილისისთვის ბრენდი.არავის არ აქვს უფლება შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენიოს.

• ფოთი - ბორია

შოთა შენი და შენი ძმების ყოველთვის მჯეროდა გაიხარეთ და დარწმუნებული ვარ რომ ადრე თუ ცოტა მოგვიანებით ისევ გაგვახარებთ ასე რომ გიცდით ძმაო.

• shabash

ამის მწვრთნელობა არ გაიშვა არსად.

• მსქროლავი ტროლი

გაიქეცი ერთია და თურქეთში - მეორე.... შე კაცო, აიაქსშიც ხომ თამაშობდი, დავიჯერო ჰოლანდიაში არ გყავდა არავინ?!

• მდა

შოთა შენც თუ იმ უილაჯოებს შორის იყავი პირველივე დაბრახუნებაზე რომ სამშობლოდან გაიქცნენ არ მეგონა. ....

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

61saat.com: "ტრაბზონის" სკაუტმა გურამ კაშია მოინიშნა

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია

ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიოს თასზე ათეულში!

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

რას შეეწირა შოთა - თურქული მედია არველაძის გათავისუფლების ნამდვილ მიზეზებზე

ბილიჩი: არც შოთას სურდა "ტრაბზონსფორის" გაწვრთნა...

Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

შოთა არველაძის კურიოზი თურქულ შოუში - რძიანი ყავა ჟესტების ენაზე [VIDEO]

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა

ᓥაᓠᓗᓣᓚᓘ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ ᓞᓔᓚᓔ - ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓙᓘᓖᓘᓠᓘᓐ

კახა ცხადაძე: ვინც ჩემ წინააღმდეგ რაღაც კამპანიას ააგორებს, საკადრის პასუხს გავცემ!

ვახტანგ ნაცვლიშვილი: "დინამო" საიმისოდ მომწიფდა, რომ საჩემპიონო ამბიცია ჰქონდეს

შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ბოლნისის "სიონი" გადახალისდება

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს

"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]

"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

გიორგი ქვილითაიას გადაბირება ბორისოვოს ბატე-საც სურს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

"ᓥᓐᓠᓗუᓚᓘ ᓤეᓮᓑუᓠᓗიᓡ ᓬᓘᓜᓐᓐᓦᓛᓓᓔᓒ ᓩᓐᓓᓔᓜᓘᓚᓘ ᓓᓐᓜᓐᓨᓐუᓚᓘ ᓐᓠᓐᓕᓘᓡ ᓨეᓠᓩეᓑᓐ!"

ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

"რუსთავის" ფეხბურთელმა მეკარესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა [VIDEO]

დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო

ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?! - გია გეგუჩაძე "ლელოს" სტუმარია

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

ოთო გოშაძე ბათუმის "დინამოდან" ბოლნისის "სიონში" გადავიდა

Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს

ახალი შოთა - ლევან მჭედლიძით თურქული კლუბი დაინტერესდა

გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ოთო გოშაძემ "დინამო თბილისი" დატოვა

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება

ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა