რომან ფიფია: ყველას ეს კითხვა აქვს, რატომ ვერ ვაჩერებთ ამ ბიჭებს?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ფიფიას ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ "დინამოს" აკადემიის ბიუჯეტი მილიონი დოლარია.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სულ არის უკმაყოფილება: რატომ ვერ ინარჩუნებს "დინამო" შემადგენლობას? ახლა ბევრი მათგანი, ვინც ამ კონტექსტში იგულისხმება, თავის სიტყვას ეროვნულ ნაკრებშიც ხმამაღლა ამბობს...
- ყველას ეს კითხვა აქვს: რატომ ვერ ვაჩერებთ ამ ბიჭებს? მაგრამ ფეხბურთი ასეა - გაზრდი და ის მიდის. შეიძლება მათი გაჩერება არც ღირდეს, თუ ამ ყველაფერს არა "დინამოს", არამედ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის გადასახედიდან შევხედავთ.

მთავარი ხომ მაინც ეროვნული ნაკრებია. აკადემიაში ბავშვებს პირობა მივეცი, რომ გამორჩეულებს საუკეთესო გუნდებში გავუშვებდი, მაგრამ ჯერ ნიჭი საქართველოში უნდა გამოავლინონ და შეეცადონ, "დინამოს" მთავარ გუნდში მოხვდნენ.

- მაგრამ შეიძლება დრო გავიდეს და არასწორმა მუშაობამაც არ მოგვცეს შედეგი...
- "დინამოს" აკადემია 2013 წელს გაიხსნა და ამ ხუთ წელიწადში უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენს მუშაობას შედეგი მოაქვს. მეც სწორედ ეს მაიმედებს. ეროვნულშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც ერთად ნათამაშებმა ბიჭებმა მოახერხეს და გაგვახარეს. ზოგი უკვე დინამოელი აღარ არის, მაგრამ სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდობა ჩვენთან გაიზარდა.

ცხოვრებაშიც ასეა - ზოგი ნერგს რგავს და ნაყოფს 7-8 წელი ელოდება, ზოგი გამზადებულ ნაყოფს ყიდულობს, რასაც დრო და მოთმინება არ სჭირდება. მე გრძელვადიანი პროექტი ვამჯობინე და მჯერა, ეს ყველაზე გამართლებული გზაა. ფეხბურთი მწვანილი არ არის, შედეგი იოლად არ მოდის...

- ფეხბურთის განვითარების ფონდი ახსენეთ, რომლის მოხსენებაშიც ეწერა, რომ კერძო კლუბები ადრინდელზე ნაკლებ ფულს აბანდებენ...
- ჩემს კოლეგებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ჩვენი კლუბი 900 ათას ლარს, პლუს, პრემიას და სტიმულირების თანხასაც იღებს. ბევრად მეტს პირადად მე "დინამოს" აკადემიაში ვხარჯავ.

- აკადემიას ასეთი სერიოზული ბიუჯეტი აქვს?
- დიახ, მილიონი დოლარი! ასე რომ, პრეტენზიას, თითქოს, ფეხბურთში ფულს აღარ ვაბანდებ, ვერ მივიღებ. ძალიან ბევრი მწვრთნელი, თანამშრომელი და ბავშვია, რომელთაც საუკეთესო პირობები უნდა შევუქმნათ.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა Lelo.ge-ზე შეგიძლიათ
მკითხველის კომენტარები / 9 /
რომან მადლობა იმისთვის, რასაც აკადემიისთვის აკეთებ. მართლაც კარგი საქმე კეთდება ქართული ფეხბურთისთვის, ნაკრებისთვის. თქვენი მოღვაწეობა, როგორც საფეხბურთო ჩინოვნიკის აკადემიის ნაწილში წარმატებულია და ეს ხვალ-ზეგ უფრო გამოჩნდება.
რაც შეეხება კლუბ დინამოს, აქ თქვენი მოღვაწეობა უკიდურესად წარუმატებელია როგორც საფეხბურთო მენეჯერის. მით უფრო რაც თქვენ ფინანსები ხარჯეთ წინა წლებში ( ჩისკოს პერიოდს ვგულისხმობ და არა ჩისკოს), მილიონები და შედეგი რა გაქვთ - ევროპა ლიგის ჯგუფშიც ვერ შევედით, ჩემპიონთა ლიგაზე აღარ ვსაუბრობ. არადა იმ მილიონებით ჩემპიონთა ლიგაშიც შეიძლებოდა შეღწევა. ჩამოიყვანეთ დორინ გოგა, რუმინელი შემტევი, რომელიც აეროპორტიდან პირდაპირ თამაშზე მიიყვანეთ(ვინ გირჩიათ?!!) ან სად გინახავთ წინა დღით ჩამოსულ კაცს ათამაშებდნენ და გუნდს აძლიერებდეს?! მესი გეგონათ ჩამოგყავდათ.. ჩისკო და ალვაროს გარდა წყალში გადაყრილი ფული იყო.
დღეს რა ხდება, გუნდს ვაახალგაზრდავებო!! გაახალგაზრდავება რასაც ნიშნავს უკვე ყველამ ვიცით და ნუ გვატყუებთ გულშემატკივარს. თქვენზე უკეთესად ვერკვევით რიგ საკითხებში ფეხბურთში. 17-18 წლის ბიჭებით ცხოვრებაში ვერ შეხვალთ ევროტურნირების ჯგუფში და ეს კარგად იცით. 3000 ლარიანი ხელფასებით რა ევროტურნირებზე გვიყვებით ზღაპრებს?! 3000 ლარით ვინ უნდა შეინარჩუნოთ კლუბში?!
ამიტომ სჯობს პირდაპირ თქვათ ბ-ნო რომან რომ ფულის დახარჯვას არ აპირებთ, გეგმაში არ გაქვთ ევროტურნირები. ერთადერთი ამ პატარა ბიჭებით თუ გაგივარდათ (ისიც ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე) და გახდებით ჩემპიონი, ამით იქნებით კმაყოფილი.
თქვენი მიზანი და პოლიტიკა არის აკადემიის გაძლიერება, რათა კარგი ფეხბურთელები ზარდოთ, შემდეგ გაყიდოთ და ფინანსური მოგება ნახოთ. დინამო კი იქნება უმაღლეს ლიგაში პატარა ბიჭების იმედად. სამწუხაროდ ეს არის რეალობა.
georgian
17:37 29-03-2018
3
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო ამ კაცისაგან ველით ქართული ფეხბურთის გადარჩენას და იმდენს კი ვერ ვხვდებით რომ ეს ერთ კაცს არ შეუძლია თუნდაც დიდი ფინანსების დახარჯვით. სწორს ამბობს ამ ეტაპზე არის კი სწორი ნიჭიერი ფეხბურთელის აქ დაკავება? და ვის უნდა ეთამაშოს ბოლნისის სიონს? სად უნდა ითამაშოს ქართულ სტადიონებზე? ნორმალური ლეგიონერი ვერ ჩამოგვყავს და ნიჭიერ ფეხბურთელებს ვერ ვინარჩუნებთ იმიტომ რომ ზოგადად დონეა უდაბლესი ფაქტიურად მკვდარია ფეხბურთი. მხოლოდ ერთი კლუბის ფინანსები, მხოლოდ ერთი კლუბის ინფრასტრუქტურა, მხოლოდ ერთი კლუბის შესაძლებლობა ვერ ააყვავებს ფეხბურთს, ეს შეუძლებელია. ვერ დაიჭერს და არც უნდა დაიჭიროს ეს ფეხბურთელის ნიჭს მოკლავს.
გივია
17:31 29-03-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული