თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 1:2. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" - 71 და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.


ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ლევან კუტალია გახდა 20 გატანილი გოლით, მეორე ადგილზე კი ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა
17 გოლით.

თბილისის "ლოკომოტივმა" მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, რადგან თასის ფინალში "საბურთალოს" ეთამაშება, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა.

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვუყურებდი და გაოცებული დავჩი თუ როგორ ზეიმობდნენ ჩემპიონობას 49 ათას 988 სკამი იყო ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოცემ ადამიანი, ასეთი გუნდი რომ ჩემპიონი გახდება ფაქტიურად შინაურ წრეში აღნიშნეს ჩემპიონობა ასე იცის ტორპედოს რო დაშლით ბათუმმა ვერ გაქაჩა წელს ბოლომდე და 100 კაციანი გუნდი გახდა ჩემპიონი გ ი ლ ო ც ა ვ თ
Denes
01 დეკემბერი 2019 18:42
25
გილოცავთ დინამო თბილისის ფანობას 17-ე ჩემპიონობას,ქართულ გუნდებს ვუსურვებ წარმატებას ევროთასებზე
ბათუმის ფანი
01 დეკემბერი 2019 23:55
1
კომენტატორის კომენტარი იყო მაგარი,სულზე მოუსწრო დინამოს,ტორპედოს დაშლამო....პ.ს ტორპედოს გულშემატკივარი.
zuka
01 დეკემბერი 2019 20:27
4
ვულოცქვ თბ დინამოს 25-ვე ფანს ჩემპიონობას! ჩლ საკვალიფიკაციოზე ტალღების გაკეთება არ დაგავიწყდეთ.. ჰი ჰი ჰიი... :დ
ანტიფეხბურთელი
01 დეკემბერი 2019 19:25
19
რას არ დაგაწერინებს შური კაცს,გაოცდები. მე ვფიქრობ ღირსება არც წაგებულმა უნდა დაგარკო და იმდენი უნდა შეგეძლოს მიულოცო გამარჯვებულს-ვჭიდაობდი და ვიცი რასაც ვამბობ.ძნელია როცა მარცხდები,მაგრამ კიდევ ვიმეორებ ღირსება დამარცხებულმაც არ უნდა დაკარგო.დააკვირდით ბექა ღვინიაშვილს,ლიპოს დამარცხებულებიც ისეთივე ღირსეულები არიან როგორიც გამარჯვებულები.თქვენ კი ერთხელ ცხოვრებაში მიუახლოვდით გამარჯვებას და რას დაემგვანეთ,არ გრცხვენიათ? ტორპედო დაშალეთო...კი ბატონო დავშალეთ,მაგრამ ვინ დავშალეთ ინიციალები მაინც დაწერეთ...25 კაციო...გუნდს ლივერპული ყავს დამარცხებული და თქვენისთანა მაწაკებთან გამარჯვება მეტს უნდა უხაროდეს?
Jordan Beli
01 დეკემბერი 2019 22:12
6
შენ და ფეხბურთი ისეთი შეუსაბამო ხარ როგორც მზე და ყინვა ერთმანეთიათვის ჯობია ჭიდაობისთვის დაქეთმო მთლიანად შენი ცოდნა მასე ბუქარესტის სტიაუას ჩემპიონთა თასი აქვს ანაღები 1986 წელს მარა დღეს სადაა მერე რა იმ ლივერპულსაც რეგიონებიდან იძულებით წაყვანილი კამანდით უგებდა უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოიყვანეს ხალხმა და ფაქტია გუნდის საჩემპიონო ტრიუმფს უფრო მეტი სტიუარდი ადევნებდა თვალს ვიდრე დამსწრე მაყურებელი იყო "ფლაგმანის" საგულშემატკივროდ მისული
Speyes
01 დეკემბერი 2019 23:06
7
შე მართლაა მაწაკო, შენ!!!!!
???
01 დეკემბერი 2019 23:37
8
ცარიელ სტადიონზე აწეული თასი! ამას მხოლოდ თბილისური გუნდები თუ მოახერხებენ! ბათუმში და ქუთაისში იგინებიან სტადიონებზეო, ათასობით კაციდან ზოგი შეიგინება და ბევრი იმის მთქმელიცაა შემგინებელს რო ეუბნება ნუ იგინებიო! ხოო არ ვეთანხმები გინებას მაგრამ დღევანდელ 60000 სკამს მაინც ქუთაისის და ბათუმის შემართებულად და ერთგულად ქომაგობა მირჩევნია!
დინამოს ვუსურვებ ღირსეულ გამოსვლას ევროთასებზე!
ყოფილმა ტორპედოელებმა დაამტკიცეს რომ არა ტორპედოს დაშლა - დღეს თასს დიდი ალბათობით სხვა გუნდი აწევდა!
ბასკი
01 დეკემბერი 2019 19:59
10
გუნდი ჩემპიონი ხდება და საჩემპიონო მატჩს 1,5 მილიონიან ქალაქში 1000 მდე კაციც არ ესწრება.ვის ჭირდება და რაში ჭირდება ასეთი ჩემპიონობა,ჩემპიონობა და წარმატება უპირველეს ყოვლისა გულშემატკივარს ეძღვნება რომელიც უბრალოდ არ ყავს დღევანდელ დინამოს (ბოდიშს ვიხდი იმ მცირე ჯგუფის მიმართ რომლებიც მხურვალედ ქომაგობენ ყოველთვის გუნდს).
უცნობი ძია
01 დეკემბერი 2019 23:01
5
სამწუხარო ფაქტი იყო ტორპედოში არსებული პრობლემები, რის გამოც გუნდი ძალიან დაზიანდა, მაგრამ ტორპედო დაშალა მისი მენეჯმენტის გაუმაძღრობამ! მენეჯმენტი რამდენადაც ვიცი ადგილობრივი იყო! სხვასთან რატომ გაქვთ ამაზე პრეტენზიები?!
ფერნანდო
01 დეკემბერი 2019 22:40
2
მართლაც ნამუსიც კარგი საქონელიაო,რამ დაგბოღმათ ასე ვითომდაც დინამო თბ.საქართველოს ფლაგმანი საფეხბურთო კლუბი არ იყოს,ანდა ვინ დაუშალა ბათუმს მოეგო თავისი მატჩები, თუნდაც დღეს ლოკომოტივთან,ხოლო მაყურებლებს რაგ შეეხება თქვენს ადგილძე საერთოდ ხმას არ გავიღებდი, თუ 2000-3000 კაცის მისვლა სტადიონზე და მეტოქე ფეხბურთელების მსაჯებისა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრობლების ყველა ბრუნვაში ცოლშვილის გინება 90 წთ. გულშემატკივრობაა, მაშინ რაზე ვსაუბრობთ.
ტარასი
01 დეკემბერი 2019 23:36
3
საქართველოს ჩემპიოეი არაფრად ღირს, როცა შედეგს მიაღწევთ ევროპაში მაშინ მოვა 1000ზე მეტი, წინასწარ ჩაწყობილ ჩემპიონატზე ხალზი არ ივლის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოიგებს თბილისი ბათუმი ხაშური თუ წნორი
Smith
02 დეკემბერი 2019 00:37
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული