რომან ფიფია: 100-მდე ლეგიონერი გვყავდა, ანაზღაურებით 5-დან 30 ათასამდე, ჩისკოს გარდა არავინ გამოგვადგა

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის "დინამოს" მფლობელი რომან ფიფია ჟურნალისტებს შეხვდა და მოსალოდნელ სიახლეებზე ესაუბრა.

"მინდა წარვადგინო ახალი მწვრთნელი  კახა ჩხეტიანი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის ჩვენი გუნდის მწვრთნელი გახდა. ამავე დროს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ესპანელ მწვრთნელებს, რომლებმაც "დინამო" დატოვეს.

ფელის ვისენტეს ჰქონდა პრობლემები, ჩისკოს ლიცენზია არ გააჩნდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველანაირი მეთოდით ვცადეთ ამ საკითხის გადაჭრა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ დღეს აქ კახასთან ერთად ვიმყოფებით და ვიმეორებ, რომ ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

"დინამო" ოთხჯერ გახდა ჩემპიონი ჩემს
ხელში. არცერთი მწვრთნელი მე არ გამიშვია, ვინც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. მწვრთნელებმა თავიანთი გადაწყვეტილებით ითხოვეს და წავიდნენ. მე ზუსტად ვიცი, რომ კახას არსად არ ეჩქარება და უცხოეთში წასვლას არ აპირებს, აქ ბევრი საქმე აქვს.

რაც შეეხება უცხოელ ლეგიონერებს, მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე წარმატებული ლეგიონერი იყო ჩისკო. მის გარდა 100-მდე ლეგიონერი გვყავდა ჩამოყვანილი, სხვადასხვა ანაზღაურებით, 5 ათასიდან 30 ათასამდე, მაგრამ არავინ გამოგვადგა.

აქ კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა სერიოზული პრობლემაა, მათ არ უნდათ აქ ჩამოსვლა. თვეში 30 ათასის ხელფასის გადახდა არ ნიშნავს, რომ მაღალი დონის ლეგიონერი ჩამოგყავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე ჩამოვიყვანოთ გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც სხვაგან ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. უნდა დავიჭიროთ ბალანსი. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ვეცდებით, როგორმე მივაღწიოთ ამ ბალანსს.

რა თქმა უნდა, კახას გადასაწყვეტია თითოეული ფეხბურთელი, ვინც მოვა "დინამოში". მერწმუნეთ, ეს არაა ადვილი, გამართლებაზეა. გვინდა 4-5 ფეხბურთელის ჩამოყვანა. ვნახოთ, როგორც გამოგვივა, ისეთ წარმატებებს მივაღწევთ.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ჩვენ გვინდა, რომ მან ითამაშოს და "დინამოს" სარგებელი მოუტანოს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ტრავმიანობა პრობლემაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კარგ ფორმაში იქნება. ახლა მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით, ძალიან მონდომებულია და იმედი გვაქვს, საუკეთესო ფორმაში შევა.

მწვრთნელების შენარჩუნება? მაგალითად, დუშან უჰრინი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ახალი წინადადება ჰქონდა და უნდა გამეშვა. მე ვერაფერი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენარჩუნება მინდოდა. დარწმუნებული ვარ, კახასთან მსგავსი არ მოხდება და ჩვენ გვერდში მაქსიმალურად დავუდგებით. ვიმეორებ, რომ წარმატებული მწვრთნელი მე არცერთი გამიშვია და ეს კრიტიკა ხშირად მისაღები არაა.

მე მაქვს 9-წლიანი გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება "დინამოს". ჩვენ ვთქვით, რომ ვინც გუნდშია მოსაყვანი, პირველ რიგში, ქართველი და ვინც შესაძლებელია გვინდოდეს და შანსი არსებობს, საქართველოში სათამაშოდ ჩამოვიდეს, ის აუცილებლად ჩვენთან ითამაშებს", - განაცხადა რომან ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ესეიგი რა უნდა ამ ტიპს რომ გვითხრას რო ლეგიონერი ცუდი საქმეა რახან არ გამოადგა არავინ ჩისკოს მეტი..შენა და ამდენი ხანი კითხვა არ გაგიჩნდა რომ გონზე შენ არ ხარ არც სელექციის რომ ვინმე ნორმალური ჩამოგეყვანა არც პატიოსან კაცს არ გავხარ მოსვლის დღიდან გვატყუებ
გულშემატკივარი
23 დეკემბერი 2019 15:12
2
ბრაზილიაში ან აფრიკაში არ გიშვებენ დეპორტი გაქვთ?თუ რა ჩაDით დალოცვილნო აფრიკის ქვეყნებში და ნახავთ მაგარ ბიჭებს 30 ატასად დაბდგვნიან ყველაფერს თან ევროპაში ითამაშებენ ყოველ შემთხვევაში რუკაზე ასე ვართ:)ბრზაილიში უამრავი ტალანტებია ყიდიან კლუბები იაფათ დინამოს ტრპლინათ გამოიყენებენ თვენც ორ კაპიკს იშოვით დაჩვენც ვისიამოვნებთ ცოტას ლამაზი თაშით
mosexoneli
23 დეკემბერი 2019 15:35
0
პირდაპირ აღიარა ცუდი სელექციონერი და ცუდი მენეჯერი ვარო )))
იაგო
23 დეკემბერი 2019 16:29
1
იქნებ ცოტა თავი გაატოკოთ ბატონო ფიფია, 100 ლეგიონერიდან არავინ რომ არ გამოგადგად ჩვენც ვხედავთ, მარა რისი ბრალია რომ ვერ გამოგადგათ, დამნაშავე ვინ არის ამდენ ხანს ვერ მიხვდით? ძალიან ცუდია თუ ამდენ ხანს ეგეც ვერ მიხვდით.
G.LA
23 დეკემბერი 2019 16:24
0
ფულის დახარჯვა არ გინდა თორე როგორ არ ჩამოვა,ყარაბახმა გაბალამ ბატემ და ბოლობოლო არარატარმენიამ როგორ ჩამოიყვანა
oto
23 დეკემბერი 2019 16:28
3
არარატ არმენიამ ვინ ჩამოიყვანა წესიერი და რას მიაღწიეს? საბურთალო რომ გამოაგდეს?? ბატეს არავინ არ ჩამოუყვანია და ძირრითადად ბელარუსი ფეხბურთელებით მიაღწია ყველაფერს და რაც შეეხება ყარაბახს და გაბალს თავის დროზე ამ დროისთვის ყარაბახის ბიუჯეტი 50 მილიონ $ აღემატება ყავთ ფეხბურთელი ვისაც წელიწადში 1$ მილიონს უხდიან და ყარაბახს მთავრობა აფინანსებს ასე რომ დინამოს ნუ შეადრით და რომანას ნუ მოსთხოვთ რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს გაუწიოს კონკურენცია, დანარჩენს რაც შეეხება მიკელ ალვარო, პიტერ გრაიცერი თუნდაც უსტარიცი საკმაოდ ნორმალური დონის ლეგიონერები იყვნენ. 4-5 დაბალი დონის მოთამაშის ჩამოყვანას და მათვის 5დან 30მდე გადახდას ჯობია 2 შედარებით მაღალი დონის ფეხბურთელის ჩამოყვანა და 30-50ს გადახდა დინამოს ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მეტად გაიზრდებიან და საქართველოშიც არის რესურსი რომ 2-3 მაღალი დონის ლეგიონერის გარშემო ააწყო ქართველი ფეხბურთელებით გუნდი. მაგრამ მე მაინც მგონია რომ აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ბაზრის ათვისება და იქიდან პერსპექტიული ახალგაზრდების ჩამოყვანა ჯობია.
nika
23 დეკემბერი 2019 17:07
6
რომელიმე ჯურნალისტმა რაიმე კრიტიკული შეკითხვა დაუსვა?!!!! გალაქტიონ, კარგ სტატიებს წერ ხოლმე, იქნება პატარა სტატისტიკა მოამზადო, ამ აფერისტის ხელში რამდენი მწვრთნელი გამოიცვალს, რამდენი ლეგიონერი ჩამოიყვანა, მათგან რამდენი იყო კარგი და ვინ რამდენი ხანი გააჩერა. ისიც დაამატეთ კახა კაჭარავას ერთ სეზონში რამდენჯერ "გაუფილტრა" გუნდი, . და საერთოდ მაგის ხელიდან წასული რომელი ფეხბურთელი გახდა ვარსკვლავი
დემე
23 დეკემბერი 2019 15:49
1
კი მაგრამ, ჩვენ ჩამოგვყადა უვარგისი ფეხბურთელები?!
მერაბი
23 დეკემბერი 2019 17:19
1
ჩემო რომან, ნაგვები ჩამოგყავდა და როგორ გამოგადგებოდა?
Status quo
23 დეკემბერი 2019 16:41
2
და გგონია ნორმალური ლეგიონერის ჩამოყვანა შესაძლებელია ჩვენს ჩემპიონატში?
ემრე
23 დეკემბერი 2019 17:39
6
რომან ეგ ზღაპრები მოუყევი შენ სექტას!!! ტიპმა ერთი აკადემია გაააკეთა , დინამოელ ვეტერანებს რაღაც პენსია დაუნიშნა და ამ საქციელით გაშალა ფრთები ბიჭმა!! სამაგიეროდ მიიღო თბილისის ცენტრში უზარმაზარი სტადიონი (ეს ის სტადიონია ეროვნულს რომ ვეძახით და ჩვენი რომ გვგონიაა , ყველას) პლიუს ბაზა მიიღო, და ჩალიჩობს ბიჭი. ვის აბოლებ? რა ლეგიონერი არ ჩამოდის? ვინც კი გყავდა პატარა ნიჭიერი ბიჭები ყველას ყიდი 250 000-350 000 ევროდ , ეს კია უკვე მილიონი ლარია, წელიწადში ასე 4 ფეხბურთელიც რომ გაყიდო უკვე 4 მილიონი ლარია, და ეს შენი ბიზნესია, სულ ფეხებზე გკიდია ფეხბურთი! ყოველ სეზონის ბოლოს გუნდს შლი, მერე გამოდიხარ და იძახი არავის უნდა დარჩენაო, იმიტომ არ უნდა რო შენ ქმნი იმ პირობებს რო წავიდნენ!!! აბა სად არიან დინამოდან წასულები? ფარჩაკ გუნდებში არიან ზამენები!!! ან მეორე ლიგის მაჩანჩალა გუნდებში არიან , ტრამვირებულები და ფორმუდან ამოვარდნილები! ყველა ჩვენ გვჯობნის!! იმიტომ რომ უყვართ თავიანთი ხალხიც და ფეხბურთიც!! ლეგიონერებიო რომ იძახი, ნეტა სად პოულობ ? ჩისკო ჩვენთან დონე იყო მაგრამ ესპანეთში ზამენის ზამენა იყო! ვინ იცოდა მაგ ადამიანის არსებობის შესახებ, მასე 38 წლის იაშვილმა გადააახია მთელ ჩემპიონატს ბურთი თავზე!!! აბა ხალხო , ტალანტი გვყავდეს და ადანასფორში უნდა თამაშობდეეს? შენგელია საუკეთესო ფეხბურთელი ყავდა და თურქეთის ბოლო გუნდშია , ზამენის ზამენააა!! კარგით რა, ჩემზე უკეთ იცით სად დარბიან ქართველი ფეხბურთელები, 4000-5000 ევროთი მეტი რო აიღონ დღეს ეგ ურჩევნიათ , არანაირ განვითარებაზე ფიქრი არ არის, / თუ ბიზნესმენ კაცს არ შეგიძლია ამ რანგის გუნდში ასეთი თანხის გადახდა მაშინ უნდა წახვიდე, და ჩაიბარო სოფლის გუნდი , არავინ გაგამტყუნებს მერე. როცა ამხელა რესურსს იღებ და თან ქვეყნის ბრენდს თრეულობ, არ გაქ უფლებაა ასე რომ ფაააპარტახო!!!
Vasili
24 დეკემბერი 2019 14:46
0
ბ-ნო რომან 100ლეგიონერიდან 1რომ გამოგადგება,რა დასკვნა გააკეთეთ?ე.ი.ვისაც ჩამოჰყავს და ვინც აგებს პასუხს მათ ჩამოყვანაზე აზზე არაა ფეხბურთის და რამე ზომები თუ მიიღეთ. მარტო თქმა რას უშველის.ეს რამდენი გადაყრილი ფულია,რამდენი უქმად გასული დრო და ა.შ.და რა დასკვნები გამოიტანეთ,ან ვინ არიან ისინი ვისაც ჩამოყავს ეს ლეგიონერები ხომ უნდა ვიცოდეთ გულშემატკივრებმა
კახა ქ.
24 დეკემბერი 2019 03:40
0
შენსნაირი არაფრის მცოდნეები ანადგურებენ ფეხბურთს საქართველოში.
ფიფიაც რომ ადგეს და წავიდეს მერე დაიწყებ წუწუნს რატო წავიდაო. თორე ტაციაობა არ დაიწყონ უცებ ბიზნესმენებმა დინამოზე.

აგერ ტორპედო დატოვა იმ თაღლითმა და არავის უნდა ამ გუნდში მოსვლა.
ფიფია კიდე ხარჯავს და ხარჯავს,
ცხადია ყიდის ფეხბურთელებს რათა რაღაც შემოსავალი მიიღოს.

ტიპი თავის ფულს ხარჯავს ლეგიონერებში და როგორ ცერ უნდა ხვდებოდე იმდენს მაინც რომ, მიზანმინართლად ცუდ ლეგიონერს არ ჩამოიყვანს მაგრამ უკეთესი არ მოდის საქართველოში და ესაა რეალობა.

ჩისკო, რიბეირო და აკინო(ოლიპიდან)
ამ სამი ლეგიონერის გარდა ყველა ჭ კლასი იყო და მე თუ მკითხავ ყველა გუნდმა უნდა გაუშვას მოყვარული ლეგიონერები,
გულშენატკივარ-ს
23 დეკემბერი 2019 15:48
6
ცარიელი ტრიბუნების ჩემპიონი გახდა და არაფრის შეცვლას არ აპირებს
შოკირებული გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2019 03:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული