გიორგი კოხრეიძე: რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი - მოლოდინის რეჟიმში ვარ

AutoSharing Option
"საბურთალოს" ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე, რომელიც ჩვენივე აკადემიის აღზრდილია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამპლუით ფორვარდს დედაქალაქურ კლუბში 121 ოფიციალური თამაში დაუგროვდა, მეტოქეთა კარის აღება კი 26-ჯერ შეძლო. გიორგის, რომელიც გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, რამდენიმე კითხვით გავესაუბრეთ.

- გიორგი, როგორ ემზადება გუნდი ესპანურ შეკრებაზე?
- ჩვეულებრივად ვემზადებით. აქ შეკრება იმით განსხვავდება განვლილი შეკრებებისგან, რომ კარგი და ძლიერი სპარინგ-მეტოქეები გვყავს. სწორედ ასეთი დონის მოწინააღმდეგეებთან გამოჩნდება ჩვენი სუსტი მხარეები. ამავდროულად, „ზენიტსა“ და მსგავსი დონის გუნდებს რომ ვეთამაშებით, უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ.

- "ზენიტთან"
თამაში ახსენეთ. რა დაგანახათ აღნიშნულმა საკონტროლო მატჩმა?

- ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში ჩვენზე ბევრად წინ არიან. ფიზიკურადაც ძლიერები იყვნენ, ბევრს მოძრაობდნენ და ძალიან სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში. "ზენიტი" მაღალი დონის კლუბია, ყოველწლიურად ევროპაში თამაშობს და დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მიუხედავად მარცხისა, ჩვენთვის ეს შეხვედრა სასარგებლო იყო.

- "ზენიტთან" შეხვედრაში ფეხბურთელებს შორის მცირე წაკინკლავება მოხდა. რამ გამოიწვია?
- არაფერი ისეთი, ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. მცირე ინციდენტი იქვე აღმოიფხვრა. რუსული გუნდები აგრესიული თამაშით გამოირჩევიან. პატარა გაუგებრობა ერთ-ერთ უხეშობას მოჰყვა.

- მალე სუპერთასის შეხვედრა გელით. როგორია "დინამოსთან" მატჩის მოლოდინი?
- ოფიციალურ შეხვედრამდე ორი კვირა დარჩა, ვემზადებით ჩვეულებრივად. სუპერთასის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემპიონობისა და თასის შემდეგ საქართველოში მესამე ტიტულიც მოვიგო.

- ერთ-ერთ სპორტულ ვებგვერდზე დაიწერა, რომ შესაძლოა ახალ სეზონში 10-ნომრიანი მაისურით არ ითამაშოთ. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
- "საბურთალოში" ისევ იმ ნომრით ვითამაშებ, რა ნომრითაც ვთამაშობდი.

- გია ცეცაძესთან ახალგაზრდულ ნაკრებშიც გიმუშავიათ, თუმცა ნაკრები და კლუბი ერთმანეთისგან განსხვავდება. ვარჯიშები დაახლოებით იგივეა თუ არის სხვაობა?
- საწვრთნელი პროცესი თითქმის იგივეა, რაც ნაკრებში იყო. აქცენტი სწრაფ, შემტევ ფეხბურთზე კეთდება.

- გასული სეზონისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, წლეულს გუნდი განსხვავებული შემადგენლობით წარდგება გულშემატკივრის წინაშე. ახალწვეულები რამდენად შეეწყვნენ "საბურთალოს"?
- დიახ, ერთბაშად რამდენიმე ახალწვეული გვყავს, როგორც ქართველი, ასევე ლეგიონერი ფეხბურთელები. ზოგადად, ფეხბურთელს ახალ კლუბში გარკვეული ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, მათ უკვე გაიარეს ეს პროცესი.

- ბოლო დროს ხშირია საუბრები თქვენს უცხოურ კარიერასთან დაკავშირებით. რაიმე სიახლე ხომ არაა?
- ჯერჯერობით არაფერი, თუმცა მოლოდინის რეჟიმში ვარ. ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი. მინდა, კარიერა ევროპაში გავაგრძელო, რათა განვვითარდე და პროგრესი განვაგრძო.

fcsaburtalo.ge

altგიორგი კოხრეიძე: თუ ეს გავაკეთეთ, ზაგრების "დინამოსთან" მოვიგებთ

alt"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე

altგიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები

altეროვნული ლიგა. VII ტური: "საბურთალომ" "ვიტ ჯორჯია" კლასით დაჯაბნა - გიორგი კოხრეიძემ "თამაში გააკეთა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს იმდენს იზამს,რო როტორი აიყვანს მალე:)
გოგა
17:52 12-02-2020
1
ამ ასაკში ევროპაში წასვლა არ იქნება ურიგო მაგრამ გაჩნია სად რა დონის კლუბში რა ჩემპიონატში და რა გარანტით თუ არ ექნება თამაშის საშუალება სკამზე ან დუბლებში მოუწევს ყოფნა რა აზრი აქვს ასეთ შემთხვევაში წასვლას
გიორგი
15:43 11-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული