საქართველო და ერთა ლიგა: რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები?

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეები გაირკვა. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ანდორა, ყაზახეთი და ლატვია იქნებიან.

გაგაცნობთ ჩვენი ჯგუფის ყველა მონაწილის სატრანსფერო ღირებულების ჯამს გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტის" მონაცემების მიხედვით.

ჯგუფში ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები საქართველოს ჰყავს. ჩვენი ნაკრების ჯამური ფასი 28,32 მილიონ ევროს შეადგენს. ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი საბა კვირკველიაა - მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი, რომელიც 5,8 მილიონ ევროდაა შეფასებული. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ფასები კი იდენტურია - 2,5 მილიონი ევრო.

  • ფიფას რეიტინგში: 104-ე
    ადგილი
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-3 ადგილი 1996 წელს
  • ნაკრების ვარსკვლავი: თორნიკე ოქრიაშვილი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", 5.8 მილიონი ევრო)

მეორე ადგილზე, 21,95 მილიონი ევროთი, ყაზახეთის ნაკრები მოდის. მათი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები არიან - დიმიტრი შომკო და ბაურჟან ისლამხანი, რომელთა ღირებულება 2 მილიონი ევროა.

  • ფიფას რეიტინგში: 136-ე ადგილი
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 3
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2016 წელს
  • ნაკრების ვარსკვლავი: იური ლოგვინენკო
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ბაურჟან ისლამჰანი ("კაირათი", 2 მილიონი ევრო)

მესამე ადგილს ლატვიის ნაკრები იკავებს. ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება კი 5,8 მილიონ ევროს შეადგენს. 700 000 ევროთი, ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები - კასპარს დუბრა და დევიდა იკაუნიესკა არიან.

  • ფიფას რეიტინგში: 131-ე ადგილი
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
  • საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-2 ადგილი 2004 წელს, მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზეც
  • ნაკრების ვარსკვლავი: ანდრის ვანინსი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: კარპას დუბრა (რფს, 700 000 ევრო)

დაბოლოს, რა თქმა უნდა, ბოლო ადგილს ანდორის ნაკრები იკავებს. ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრების ჯამური ღირებულება 350 000 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ 350 000 ევროდან, 200 000 ევრო ორ ფეხბურთელზე მოდის.

მარკ ვალესისა და მაქს ლიოვერას სატრანსფერო ღირებულებები - 100 000 ევროა.

  • ფიფას რეიტინგში: 139-ე ადგილი
  • რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 5
  • ნაკრების ვარსკვლავი: მარკ ვალესი
  • ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მაქს ლოვერა ("ლეიდა", 100 000 ევრო)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქრიაშვილი ვარსკვლავია???კაი რააააააა...მესი პლანეტაა
ucha
19:46 24-01-2018
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული