ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის
უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altნენად ერიჩი: საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 85 /
ნუგზარ ჯუღელმა წაიყვანოს რეპირტაჟები!!! მოვითხოვ!!

ნაკრების კარში კიდევ გაბელია დააბრუნეთ!
გიორგი
07 სექტემბერი 2018 00:15
1
გილოცაააააავთ! ისე ვაისის შეცვლებს და სასტარტოს ვერასდროს ვერ გამოიცნობს კაცი!არალოგიკური კაცია!
KIKA
07 სექტემბერი 2018 10:48
0
გამარჯვებას გილოცათ ყველას, ყველას. ძალიან იშვიათად ხდება, როცა მოგებულ გუნდებს შეცდომების გარეშე ჩაეტარებინოთ მთელი თამაში და ამაზე დიდი ყურადღების გამახვილება, როცა მოგებით უნდა ვტკბებოდეთ არასწორად მიმაჩნია. ამაზე მწვრთნელი იმუშავებს ბიჭებთან. თუ გავიხსენებთ, რომ გუნდს გაზაფხულის შემდეგ არ უთამაშიათ და თანაც თამაშის წინ ორიოდე დღით ადრე შეიკრიბნენ, მეტ ხარისხს ნამდვილად არ ველოდი. ახლა მთავარია ტემპი შევინარჩუნოდ და ლატვიასთან დავამტკიცოთ, რომ ყაზახებთან მოგება იყო კანონზომიერი და სერიოზულ გუნდად ჩამოვყალიბდით.
გიზოგ
07 სექტემბერი 2018 10:27
2
მერებაშვილი რო არ იყოს ვიტყოდი რო ევროპაზე გავალთთქო, მაგრამ სანამ ეგ ძირითადში იქნება ვგონებ თავი უნდა შევიკავო
Superman
07 სექტემბერი 2018 01:48
14
მართალი ხარ ზაზა, ძალიან სუსტი გუნდური თანაში. ძალიან სამწუზაროა, მაგრამ ერთ ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ვასის ხელში მე პირადად გუნდის გმართული თამაში არ მინახია. ღმერთმა ქნას და ვცდებოდე, დაბრდღვნან დარჩენილ თამაშებში ყველაფერი, მაგრამ თუ არა? კიდევ ერთი წყალს გატანებული შესარჩევი? მჯერა რომ ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ არ გამოსდის აქ მუშაობა (მაგას კი არა, კუპერს არაფერი გმოუვიდა) და გადავყვეთ?
Dato
06 სექტემბერი 2018 20:53
28
თქვენ ყველა თამაში მოიგეთ და ვინ რა კომენტარს დაწერს ყურადღებას ნუ მიაქცევთ!
გუჯა კახაძე
07 სექტემბერი 2018 12:06
0
:))))
არისტო
07 სექტემბერი 2018 14:59
0
ადმინ,გაწყენინეთ რამე?ჯერ არის და ანტირობოტს ვერ ვაჯერებ,რომ ადამიანი ვარ,ხვეწნა მუდარით გამომიშვებს და ახლა თქვენ მიკარგავთ პოსტს.
ვულოცავ ნაკრებს და საქართველოს ამ პირველ და ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას.გამარჯვების ბედი ფეხბურთელთა ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა,მთლიანად ნაკრები კი ძალიან ფრთხილად და დისციპლინირებულად თამაშობდა.ეს ვფიქრობ პლიუსში უნდა ჩავუთვალოთ და აქ ჯდება მერებაშვილის თამაშიც.გიორგის თამაში არ არის მკაცრად ფლანგზე თამაში,იგი ცენტრშიც შედის ხოლმე და ამ დროს არის მაქსიმალურად პროდუქტიული.აქ კი ალბათ დავალებიდან გამომდინარე ცენტრისაკენ არ იწევდა და სივრცეს არ ტვირთავდა.ასე რომ მას სასაყვედურო შეიძლება მხოლოდ არა მწვავე ჩაწოდებები ჰქონდეს.მისი არ შეცვლა ალბათ ფიზიკური გამძლეობიდან გამომდინარეობდა,უბრალოდ სხვები უფრო დაიღალნენ და თანაც მწვრთნელმა დაცვა გააძლიერა.პირადად მე ყველაზე უფრო ნავალოვსკის თამაშის მეშინოდა,მინსკის დინამოს შემადგენლობაში ზენიტთან მეორე მატჩში ვუყურე და საშინელ ფორმაში იყო.საბედნიეროდ, აქ გიორგიმ დაცვაში ალბათ ყველაზე კარგად ითამაშა და შეტევაშიც ჩაკვეტაძესთან საკმაოდ კარგად ურთიერთქმედებდა.შეიძლება ითქვას რომ გიორგიმ ორი გოლი გამოგვაძრო.
სხვა ნაკრებებთან ჩვენ ცალსახა ფავორიტები ვართ და ამ თამაშებში ალბათ შედეგთან ერთად თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ.აქ ვიღაცა სწერდა,სომხებიც მოგვიგებენო,გუშინ ცოტა ხანს ვუყურე და საცოდაობაა სომხეთის ნაკრები.ათკაცა ლიხტენშტეინი, თამაშის ბოლოს, იქით უტევდა სომხებს და მხოლოდ 1-2 წააგეს.
სოსო
07 სექტემბერი 2018 11:38
0
სამწუხაროდ თამაში ვერ ვნახე, რა თქმა უნდა მოგებით გახარებული ვარ! აბა ეხლა 9-ში თქვენ იცით.მოგებას ველოდებით!
დავით 67
07 სექტემბერი 2018 02:20
0
ძალიან ძნელია ხელოვნურზე თამაში, ჩვენები ისე დარბოდნენ მოედანზე გეგონებოდა 1 წლის უვარჯისებლები იყვნენ, ძალიან მძიმედ გადაადგილდებოდნენ, სისწრაფეებიც დავარდნილი იყო, ვფიქრობდი იქნებ არ წავაგოთთქო მაგრამ ძლიერმა მაინც მოიგო, ეს გუნდი ბევრად ხარისხიან და სწრაფ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს მინდორზე და დარწმუნდებით მალე ლატავიასტან მაგაშიც, მერებაშვილი კი არა ისეთი დონის ფეხბურთელები აფუჭებენ მომენტებს რომლებიც 100 მეტი ღირს ბაზარზე ვიდრე მერებაშვილია.. ზოგადად ეს თამაში მოიგო ჩვენმა მწვრთნელმა ვაისმა, დროული შეცვლები გააკეთა და რაც ყველაზე პოზიტიურია სათადარიგოდან თამაშის გაძლიერება შეგვიძლია !!!!
თაზო
07 სექტემბერი 2018 10:28
3
მერებაშვილის ამდენი ლანძღვა ძალიან მიკვირს. კი შეცდომები და უშვა, მომენტი ვერ გამოიყენა და შეიძლება სხვა ბევრი რამე ვთქვათ კიდევ. უბრალოდ ერთი რასაც დავაკვირდი, მერებეშვილის ფლანგიდან შედარებით იშვიათად იწყებოდა შეტევები. როგორც ჩანს დაცვაზე აქცენტიც ჰქონდა დავალებული მწვრთნელისგან. იმედი მაქვს ლატვიასთანაც დააყენებს მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთეს თამაშს ვნახავთ. წარმატებები გიორგი მერებაშვილს!
გიორგი
07 სექტემბერი 2018 09:32
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული