გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს ასტანური მატჩიდან:
გიორგი ლორია 5.5 - საქართველოს ნაკრების მეკარემ ჩვენთან კომენტარშიც აღნიშნა, რომ მას ხელს უშლის უთამაშებლობა, რომელიც არასაფეხბურთო მიზეზებიდან გამომდინარეობს. ის რომ იდეალურ ფორმაში არ არის, ყაზახეთთან მატჩშიც გამოჩნდა. მის შეცდომას შეიძლება გოლი მოჰყოლოდა და თამაშის სცენარი სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა, თუმცა იმ მომენტში გიორგი ნავალოვსკიმ იყოჩაღა. მეორე ტაიმში ლორია შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა და რამდენიმეჯერ კარი ხიფათისგან იხსნა.
ოთარ კაკაბაძე 5.0 - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე
საბა კვირკველია 6.0 - ეს არ ყოფილა საბას დღე, მისგან აგრესიულ დაცვას და გაუვალობას მიჩვეულები ვართ. თუმცა მან მოულოდნელად საჰაერო ორთაბრძოლებიც დათმო და მისთვის ნაკლებად დამახასიათებელი შეცდომებიც ჰქონდა.
გურამ კაშია 7.0 - გურამს ძალიან დიდი ხანია ასეთი კარგი მატჩი ნაკრებში არ ჩაუტარებია, ის თითქმის უშეცდომო იყო. მან ყველა ორთაბრძოლა მოიგო, როგორც ჩვეულებრივი - ამავდროულად საჰეროც და ყაზახი შემტევებისთვის გაუვალი იყო. პირველი გოლიც მისი კარგი მოქმედების შედეგია, ოთარ კაკაბაძემ ცენტრისკენ ცუდი გადაცემა გააკეთა, რითიც მასპინძელთა სახიფათო შეტევა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კაშიამ ვარდნაში მეტოქეს დაასწრო და ზუსტი პასი გააკეთა.
გიორგი ნავალოვსკი 7.5 - ყაზახეთი-საქართველოს მატჩი ისე წარიმართა, რომ თითოეულ მომენტს ოქროს ფასი ჰქონდა. მატჩი ნავალოვსკიმ ცუდად დაიწყო, მე-6 წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი და იყო წითელი ბარათის მიღების საფრთხეც იყო. თუმცა ცოტა ხანში მოედანზე სულ სხვა ფეხბურთელად იქცა. მას ჰქონდა მომენტი, სადაც ოდნავ ძლიერი დარტყმა მართებდა და გოლი გავიდოდა, თუმცა ბურთი მაინც კარებში წავიდა და მეტოქის მცველებმა მოასწრეს კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა. ხოლო ანალოგიურ ვითარებაში, როცა გიორგი ლორიამ შეცდომა დაუშვა, იქ მაღალ ნახტომში "მაკრატელათი" ჩვენი კარი გოლისგან იხსნა. ის მომენტში, რომ გოლი გასულიყო არავინ იცის რა მოხდებოდა და როგორ ხასიათზე დაბრუნდებოდა ნაკრები თბილისში, ნავალოვსკის მომენტს კი ისეთივე ფასი ჰქონდა, როგორც 3 ქულას ცხრილში.
ჯაბა კანკავა 6.5 - ნაკრების კაპიტანმა რამდენიმე შეტევა ჩაშალა და რამდენჯერმე თავისი ხისტი თამაშითაც გამოიჩინა თავი. თუმცა ჰქონდა გარკვეული შეცდომებიც.
ნიკა კვეკვესკირი 7.0 - როდესაც შემადგენლობა ვნახე, გაოცებული დავრჩი მისი ძირითადში ყოფნით და საკმაოდ მეუცნაურა. თუმცა კვეკვესკირი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ის ხშირად იწყებდა შეტევებს და ზუსტ პასებს გასცემდა, რამდენიმე მომენტი თვითონაც შექმნა. თუმცა ჰქონდა პატარა შეცდომებიც მატჩის დასაწყისში და მეორე ტაიმში.
გიორგი მერებაშვილი 5.5 - არ ვეთანხმები მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში აგორებულ კამპანიას, რომ ის არ უნდა იყოს ნაკრებში. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც რომელიმე მატჩში ჩავარდნა არ ჰქონია და თუ ფეხბურთელები სოციალურ ქსელებში არ ჩანან, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი თქვენს კომენტარებს არ კითხულობენ. გიორგი არ იყო კარგი შეტევაში, ის ძალიან სწორხაზოვნად მოქმედებდა და მეტოქის მცველები ადვილად ახერხებდნენ მის გაუნებელყოფას, ამავდროულად არც მისი ჩაწოდებები იყო ზუსტი. მეორე მხრივ პრობლემები იყო მის ფლანგზე დაცვაში და ის აქტიურად ჩადიოდა უკან, ეხმარებოდა კაკაბაძეს და ცდილობდა სივრცეების დაკეტვას.
ვაკო ყაზაიშვილი 6.5 - ვაკოსგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, თუმცა მეტოქის მცველებს კარგად ჰყავდათ ჩაკეტილი და ის თავის რეალიზებას ვერ ახდენდა. მისი აქტიურობის შედეგია მეორე გოლი, როდესაც კარებში დაარტყა მეკარემ აიღო და შემდეგ ავტოგოლი გავიდა. ის ძირითადში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის გამორჩეული იყო პასების სიზუსტითაც 81.8%.
გიორგი ჩაკვეტაძე 7.5 - მოდი ასე ვთქვათ გიორგი ჩაკვეტაძემ 69-ე წუთამდე ვერაფერი გააკეთა და ვაისმა ოქრიაშვილს უხმო, რომელიც შესაცვლელად ემზადებოდა და ელოდებოდნენ მატჩის შეჩერებას. თუმცა ჩაკვეტაძემ ასეთ პრინციპულ შეხვედრაში, თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით, გაიტანა 3-ქულიანი გოლი, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. ჩაკვეტაძე მატჩის გმირი გახდა, მასზე საუბრობენ როგორც ქართველი ქომაგები, ამავდროულად ყველა, ვინც მისი გოლი ნახა. ჩემი შეფასებით კი ამ მატჩში ორი ფეხბურთელი იყო საუკეთესო - გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც გვიხსნა და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ასტანაში გამარჯვება მოგვიტანა.
გიორგი ქვილითია 6.5 - ქვილითაიას საგოლე მომენტი არ ჰქონია, თუმცა მან ძალიან ბევრი შავი სამუშაო გასწია. ის ხშირად ჩამოდიოდა უკან და იბრძოდა ბურთის მოსაპოვებლად, ისიც არ დაგვავიწყდეს რომ მას ტრავმა ახალმორჩენილი ჰქონდა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში გარკვეული რისკი იყო.
შეცვლები
თორნიკე ოქრიაშვილი - სასიხარულო ფაქტია, რომ ნაკრების ლიდერი დაბრუნდა. როდესაც მას უხმეს მოედანზე გამოსასვლელად, ამ ფაქტს ყველა სიხარულით შევხდით, რადგან მისი იმედი უთამაშებელია თუ ნათამაშები ყოველთვის გაქვს. იმ მცირე დროში, რაც მოედანზე დაჰყო, რამდენჯერმე სცადა სიტუაციის გამწვავება თუმცა ეს ნაკლებად გამოუვიდა.
ვაკო გვილია - გვილიას სასტარტო შემადგენლობაში ველოდით, თუმცა ვაისმა ის სათადარიგო სკამზე დატოვა. იმ მცირე დროში კი განსაკუთრებული თამაშით თავი არ გამოუჩენია.
დავით ხოჭოლავა - ხოჭოლავამ ბოლო 6 წუთი ითამაშა, მისი მიზანი იყო სივრცეები ჩაეკეტა და მეტოქისთვის გოლის გატანის საშუალება არ მიეცა. ანგარიშიდან გამომდინარე კი საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოუვიდა.
ვლადიმირ ვაისი 6.0 - სლოვაკმა სპეციალისტმა თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო, თან როგორი - ალბათ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ამ შეხვედრაში მისი კომპეტენციის საკითხი წყდებოდა, რაც საბოლოოდ დადებითად გადაწყდა. მან სწორი არჩევანი გააკეთა, როცა გურამ კაშიასა და ნიკა კვეკვესკირს ენდო, არადა კაშია იდეალურად არ გამოიყურებოდა "სან ხოსეს" ბოლო შეხვედრებში და არც ნიკას ჰქონდა "ტობოლში" დიდი სათამაშო დრო. კითხვები დატოვა გიორგი ლორიას ძირითადში თამაშის გადაწყვეტილებამ. რაც შეეხება დუელს, ორივე ნაკრების მწვრთნელს ერთმანეთი კარგად ჰყავდა შესწავლილი, თუმცა საბოლოოდ სტოილოვს მოუწია ჟურნალისტების წინაშე ახსნა-განმარტებების გაცემა და ვაისი გამარჯვებული გამოვიდა.
"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს
გიორგი ლორია: ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო
გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა
ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]
შესაბამისად გუნდური უნდა იყოს.
ნებისმიერი ინდივიდუალური პრიზი თუ
წოდება არაჯანსაღ სიტუაციას ქმნის
გუნდში ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ
აყენებს მოთამაშეებს.
ინდივიდუალური ყვითელი და წითელი
ბარათები სრული მარაზმია. ერთ
თამაშში მიიღებ, მეორეს ორი თვის
მერე და დივიდენდებს მიიღებს
გუნდი, რომელიც არაფერ შუაშია.....