შვეიცარიის ნაკრების ფორვარდი: საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაგვითმობს და დაცვაში ჩადგება

AutoSharing Option
ფოტო: rsi.ch

ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ შვეიცარიის ნაკრები ტრადიციულ ევროპულ შესარჩევ ეტაპს უბრუნდება.

ტრავმირებული შერდაჩ შაჩირისა და ჰარის სეფეროვიჩის გარეშე შვეიცარიელთა მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ პეტკოვიჩი შეტევაში, სავარაუდოდ, ბრილ ემბოლოს იმედად იქნება.

"არ ვგრძნობ არანაირ ზეწოლას. ეს ჩვენი მოვალეობაა - ეროვნულ ნაკრებშიც და კლუბებშიც ყველამ დავამტკიცეთ, რომ ყველას მნიშვნელოვანი როლი გვაქვს და გოლების გატანა შეგვიძლია.

შაჩირისა და სეფეროვიჩის გარეშე რთული იქნება, თუმცა საკუთარი საქმის კარგად შესრულება ჩვენც შეგვიძლია.

საქართველო რთული მეტოქეა. ისინი ინიციატივას დაგვითმობენ და დაცვაში ჩადგებიან. ასეთ ტაქტიკასთან გამკლავება
რთულია. ხანდახან უძლიერესი ნაკრებების წინააღმდეგ თამაში უფრო იოლია, ვინაიდან ისინი ბევრ სივრცეს გიტოვებენ", - განაცხადა "შალკეს" ფორვარდმა.

მომზადებულია rsi.ch-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამოვტენოთ გოლებით შვეიცარია და გაუშვათ უკან კუდამოძუებულები როგორც ათასი ურჯულო ერი მოგვირჯურებია უხსოვარი დროიდან აბა ბიჭებო მთელი საქართველო თქვენ გვერდზეა . დაამატეთ კიდევ ერთი სიხარული რაგბისტების მერე მოგვანიჭეთ სიხარული
Tete1234
22 მარტი 2019 17:33
0
კი, დაგითმობთ, მოდით
gia
22 მარტი 2019 15:26
0
ეს საიტი იმიტომ მომწონდა , რომ კომენტარებს დებდით და ეხლა თქვენც დაიწყეთ ცენზურა ? მერამდენე ნაწერი დაბლოკეთ
გადასარევი გიორგი
21 მარტი 2019 13:44
0
მგონი ამ განცხადებების მიზანია როგორმე წამოგვიკიდონ!
aburjga
21 მარტი 2019 00:21
0
4-4-2-ით უნდა ვითამაშოთ და ბოლო 15 წუთი თავი დავიცვათ.ვფიქრობ გაკვირვებისგან პირდაღებული წახვალთ საქართველოდან
გიო
20 მარტი 2019 15:36
0
ამან მგონი ქეცბაიას დროინდელი საქართველოს ნაკრების თამაშებს უყურა.
Dadu
20 მარტი 2019 15:20
1
არ ინევრიულო ბიძი არ გაგწვალებენ ჩვენები დიდათ.DD
მმმ
20 მარტი 2019 15:14
23
მოვუგებთ შვეიცარიას
ბაჩი
20 მარტი 2019 15:04
2
დიდი ალბათობით მთელი შვეიცარიაც ასე ფიქრობს, რომ ამ სტილით ვითამაშებთ ჩემი აზრით პირველივე წუთებიდანვე უნდა შევუტიოთ, ანუ მოულოდნელობის ეფექტს ვგულისხმობ, რამაც შეიძლება შედეგი მოგვცეს.
nika
20 მარტი 2019 14:32
0
იმედია თამამი განცხადებისთვის თამასჰის შემდეგ ბოდიშს მოიხდის
ხევსური 08
20 მარტი 2019 14:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული